სტუ-ის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას — „პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება“ დაესწრნენ
30-31 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრა — „პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება“ ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ქეთევან წულეისკირი და მაია მჭედლიშვილი.
შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ვებგვერდის ორგანიზება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებზე;
- ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება;
- ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დამხმარე მასალების, მათ შორის, კატალოგის პრეზენტაცია და სხვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს უნივერსიტეტის გამოწვევას, შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, რომლის რეალიზება უზრუნველყოფს სტუ-ის კურსდამთავრებულის შრომის საერთაშორისო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...