სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქალთა სამართლებრივი მდგომარეობა შუა საუკუნის საქართველოში და თანამედროვე მსოფლიოში“
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალ ქეთევანის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქალთა სამართლებრივი მდგომარეობა შუა საუკუნის საქართველოში და თანამედროვე მსოფლიოში“, ჩატარდა.
კონფერენცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, გახსნა ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე ქალებმა განსაკუთრებული მისია იტვირთეს კულტურულ, სოციალურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრების განვითარებაში.

„დიდია ქალის როლი საქართველოს ისტორიაში. საქართველო ამაყობს პირველი ქალი მეფით, თამარი იყო „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. გვეამაყება, რომ საქართველოში ქალმა, მოციქულთასწორმა ნინომ იქადაგა ქრისტიანობა. საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ და ქმნიან ქალი პარლამენტარები, ეროვნული გმირი ქალები. ქეთევან დედოფალი საქართველოს ისტორიის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ერის გადარჩენის საღმთო და ეროვნულ გზაზე. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემა თანამედროვე ეპოქაში აქტუალურია, სწორედ ამიტომ, კონფერენციაზე განსახილველადაა წარმოდგენილი ჩვენი მეცნიერების მრავლისმომცველი ნაშრომები, სადაც ასახულია ქალთა მდგომარეობა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ვფიქრობ, ეს საკითხები დიდ ინტერესს გამოიწვევს სტუდენტთა შორის“, – აღნიშნა კონფერენციის გახსნისას თამარ ლომინაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ხოლო, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია გოას არქეოლოგიური მუზეუმის ქეთევან დედოფლის საექსპოზიციო ნაწილისთვის თამარ თაგვაძის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის შესახებ. როგორც პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა საუნივერსიტეტო სივრცეში ვიდეორგოლის პრეზენტაცია მიზანმიმართულად დაუკავშირეს საერთაშორისო კონფერენციას.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები: ქეთევან დედოფლის წამება ქართულ და უცხოურ წყაროებში; პირველი ქართველი ქალი, პროფესორი თინათინ წერეთელი; ქალის საარჩევნო უფლებები; XVII საუკუნის ქართულ-სპარსული ურთიერთობები და ქეთევან დედოფლის წამება; ქალის უფლებრივი სტატუსის საკითხი ქართულ სახელმწიფოსა და სამართალში; ქართველი მსახიობი ქალები კინოსა და თეატრში; ფემინიზმი პოლიტიკასა და სამართალში; ქალის სამართლებრივი მდგომარეობა შუასაუკუნეების საქართველოში და თანამედროვე პერიოდში; ნიკო ნიკოლაძის ეროვნული იდეოლოგია; დანაშაული და სასჯელი ძველ ქართულ სამართალში; XII საუკუნის კანონიკური სამართალი; ქართული ემიგრაციული პრესის სათავეებთან; სოციოფილოსოფიური რეალობის ენობრივი კონსტრუქცია სამართალში; ინფორმაციული ტექნოლოგიები და თანამედროვეობა; რუის-ურბნისის ძეგლისწერის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ასპექტები; ქალის უფლებათა კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...