სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, ჩატარდა.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით და კომპანია RMG-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერებმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს წარმატება უსურვა.            

„საქართველოს ეკონომიკის აღორძინება მინერალური რესურსების მიზანმიმართული შესწავლისა და ათვისების გარეშე შეუძლებელია. გეოლოგია ერთ-ერთი ტრადიციული და გამორჩეული დარგია, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ქვეყანაში. ძლიერი გეოლოგიური სამსახურების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და გარემოს მდგრადობა, მინერალური რესურსების სრულყოფილი ბაზის შექმნა. საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი  სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, მეცნიერ და პრაქტიკოს გეოლოგთა ისეთი მჭიდრო კონტაქტები, როგორიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს, ერთობლივი კვლევითი სამუშაოები და გამოცდილების გაზიარება გეოლოგიის დარგის სიძლიერის საწინდარია, მით უფრო, როცა ამ მიმართულებით დიდია სტუდენტების აქტიურობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციის თემები აქტუალურია და საინტერესო. მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენცია მიეძღვნა გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ,  ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, ბუნებრივი საფრთხეების მართვისა და პრევენციის ღონისძიებების განხილვას, წყლის რესურსების (მტკნარი, მინერალური და თერმული) რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი  ღონისძიებების გატარებას,  ნარჩენების მართვას. დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას, სამთო საქმის აქტუალური საკითხების განხილვას.

კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:

  • „ახალი მონაცემები ხრამის კრისტალური მასივის კამბრიულამდელ სერპენტინიტებზე“

  • „საქართველოს მინერალური რესურსული ბაზის მაკროეკონომიკური შეფასება: ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი“

  • „საქართველოს პოსტკოლიზიური გეოდინამიკა, ტექტონიკა და სეისმურობა“

  • „ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილის გეოლოგიური აგებულება, 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიური რუკა და განმარტებითი ბარათი“

  • „გვიან ცარცული საყდრისის ეპითერმული საბადოს ფაციალური ანალიზი და მადნის გავრცელება, ბოლნისის რაიონი, საქართველო“

  • „მდინარე მტკვრის პლატობაზალტები (სამხრეთ კავკასიის კონტინენტური პლატობაზალტური (CFB) პროვინცია, საქართველო): მიმდინარე კვლევები და სამომავლო პერსპექტივები“

  • „მცხეთის ჯვრის მონასტრის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების შესწავლა“

  • „დიდი კავკასიონის გაგრა-ჯავის ზონის ნაოჭა სტრუქტურების, მათი ფორმირების პირობებისა და სტრატიგრაფიის შესახებ“

  • „ტყიბულ-შაორის საბადოს ნახშირების მიწისქვეშა გაზიფიკაციის წესით მოპოვების შესწავლა ლაბორატორიული ექსპერიმენტით“ და სხვა.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?