სტუ-ში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსი ჩატარდება


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის –  „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 – Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, მასშტაბურ ღონისძიებას –  Eastern Partnership Innovation Competition უმასპინძლებს.

პროექტის მიზანია სტუდენტებში ინოვაციური იდეების პრაქტიკული რეალიზების ხელშეწყობა, სამეწარმეო უნარების განვითარება და გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო გარემოში. ღონისძიება ოფიციალურად 19 მაისს გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტები, ახალგაზრდა ინოვატორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი სტარტაპ-იდეები, ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური პროექტები.

სტუ-ის ღონისძიება LISS24 პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა და მოიცავს ინტენსიურ მენტორინგსა და სასწავლო ტრენინგების სერიას პარტნიორ უნივერსიტეტებში საქართველსა და სომხეთში. კონკურსის ფინალურ ეტაპზე საკუთარ პროექტებს წარადგენს 6 სხვადასხვა უნივერსიტეტის 12 რჩეული გუნდი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი ჟიური სამ სხვადასხვა საპრიზო ადგილზე გამოავლენს.

ღონისძიება მასშტაბურია და მას ქართველ და სომეხ კოლეგებთან ერთად დაესწრებიან პროექტის კონსორციუმის წევრები ფინეთიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან. კონკურსი ჩატარდება სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითობა და სხვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუნივერსიტეტო სივრცეში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება სულ უფრო მეტად ეფუძნება სტუდენტთა იდეების სისტემურ მხარდაჭერას. პროექტის მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდებმა იდეის ჩამოყალიბების ფაზაშივე მიიღონ სტრუქტურირებული ცოდნა და აკადემიური თუ პრაქტიკული დახმარება. პროექტი LISS24 თავის მხრივ საგრძნობლად აუმჯობესებს ინოვაციურ ეკოსისტემას და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც ჩვენი სტუდენტებისათვის ასევე ზოგადად, ინსტიტუციურ დონეზე.

აღსანიშნავია რომ პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. პროექტის LISS24 ინსტიტუციურ კოორდინაციას სტუ-ში ახორციელებს ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო შედეგების პირველადი პილოტირება მიმდინარეობს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. პროექტის პარტნიორია სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ვაჟა პაპასკირს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა პაპასკირს დაბადების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის – თემურ მაისურაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ავიაინჟინრის, სტუ-ის ბუნებრივი კატასტროფების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ღვაწლმოსილი ინჟინრის ანა გიორგიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ინჟინრისა და მკვლევარის, ღირსების ორდენისა და საქართველოს...

დიზაინი შემოქმედებითი ტური
სიახლეები

დიზაინის საერთაშორისო სკოლაში შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია დაიწყო! (2026-2027 სასწ.წ.)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში დაიწყო რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი პროგრამების შემოქმედებით ტურზე. გასაუბრებები გაიმართება 1 ივნისიდან -...

სიახლეები

სტუ-ში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე ასმათ ოქროპირიძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კუტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ეგიდით, სტუდენტებისთვის ხელოვნებათმცოდნეობის...

სიახლეები

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია დაიწყო! (2026-2027 სასწ.წ)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დაიწყო რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის ქართული და რუსულენოვანი პროგრამების შემოქმედებით ტურზე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?