სტუ-ის რექტორი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ვაჟა პაპასკირს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა პაპასკირს დაბადების დღეს ულოცავს.
„ბატონო ვაჟა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად და განსაკუთრებული პატივისცემით გილოცავთ დაბადებიდან 73-ე წლისთავს!
თქვენი ცხოვრება და პროფესიული მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული განათლების, მეცნიერებისა და საუნივერსიტეტო კულტურის განვითარებასთან. წლების განმავლობაში თქვენ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის სტუდენტობას, პროფესურასა და სამეცნიერო საზოგადოებას. როგორც ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თქვენ არა მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო სივრცის მზრუნველი და ორგანიზატორი ბრძანდებით, არამედ იმ სულიერი მემკვიდრეობის დამცველი, რომელიც ცოდნის უწყვეტობასა და ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს თქვენი თავდადება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იმ უმძიმეს წლებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგა, როცა ხშირად ხელფასებისა და პენსიების გაცემაც კი ვერ ხერხდებოდა. სწორედ მაშინ თქვენი პროფესიონალიზმის, შეუპოვრობისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად გაწეული თავდაუზოგავი შრომის წყალობით, შესაძლებელი გახდა უნიკალური საბიბლიოთეკო ფონდის, სამეცნიერო ლიტერატურისა და უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის გადარჩენა – ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულება, არამედ ნამდვილი სამოქალაქო გმირობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე.
დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი გამოცდილება და ენერგია მომავალშიც მრავალი კეთილი საქმის საწინდარი იქნება ჩვენი უნივერსიტეტისა და ქართული აკადემიური სივრცისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ წარმატებასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამსახურში.
პატივისცემით, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...