სტუ-ში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი და ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით მყოფი მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის – CERN/IPPOG-ის და ATLAS-ის წარმომადგენლები: ჰანს-პიტერ ბექი – ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელი; დარენ პრაისი – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპიკერი;  ეირიკ გრამსტადი – ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი; შონ რო – დოქტორი, ცერნის სენიორ ფიზიკოსი, CERN-ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი; დილია მარია პორტილო ქუინტერო – ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპიკერი; ოლეგ სოლოვიანოვი – CERN-ATLAS სენიორ ფიზიკოსი, პროფესორი, ATLAS-ის კალორიმეტრების სპიკერი. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს  მეცნიერების მსოფლიო დღე და ასევე, 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ მკვლევრებს ევროპული ოჯახის წევრობა გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, თავიანთი ნიჭი და უნარი მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. პარტნიორებთან ნაყოფიერი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პროექტებში მონაწილე უცხოელ კოლეგებს, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებსა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ალექსანდრე შარმაზანაშვილს.

„22 წელია, რაც UNESCO-მ მეცნიერების საერთაშორისო დღე დააწესა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკვლევრებს ვუსურვებ წარმატებებს იმ ურთულეს გზაზე, რასაც მეცნიერება ჰქვია. 22 წლის განმავლობაში ქართულმა სამეცნიერო წრემ მრავალ გასაჭირს გაუძლო და ნაბიჯ-ნაბიჯ, აღმავლობის გზით, დღევანდლობამდე მოვედით. დღეს, საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთა უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო კოლეგებს, ჩვენს სტუმრებს, ახალგაზრდებს“, – განაცხადა რექტორმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთი ქოქრაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა. ასევე, ბერნის უნივერსიტეტის პროფესორმა, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტმა, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსმა, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელმა, ჰანს-პიტერ ბექმა.

სტუმრებმა მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს სტუ-ის რექტორს, მეცნიერების განვითარებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილის შესახებ ისაუბრეს და უნივერსიტეტს წარმატებები უსურვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორანტმა სალომე ვაშაკიძემ წარადგინა პრეზენტაცია – „რადიაციული პარამეტრების გაანგარიშება, გეომეტრიების განვითარების ადრეულ სტადიებზე“, რომელსაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო

ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორ ნოდარ სიჭინავა, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა. რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბესიკ კეკელიას, პროექტების მენეჯერს, ნიკო ცუცქირიძეს და ნინო ზურაშვილს.  საპატიო დიპლომები, ასევე, გადაეცათ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, ირინე ბერძენიშვილს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორს, მარიამ ხომასურიძეს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?