სტუ-ში მეცნიერების ფესტივალი „GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ ჩატარდა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალი “ GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years” ჩატარდა. 

მეცნიერების ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU),  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (HZDR). 

ღონისძიება სტუ-ის რექტორმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან.

20 წლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა.

გერმანელი პროფესორების მონაწილეობით საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის ტარდებოდა და ტარდება შემოდგომის ლექციები. სხვადასხვა წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის, მინი „MRI“ დანადგარი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ როგორც სწავლებისთვის, ასევე კვლევისათვის.

რექტორის თქმით, ამავე პერიოდში, გაერთიანებას გერმანული მხრიდან შემოუერთდა ჰელმჰოლც გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი (Dresden-Rossendorf (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი – GSI, ასევე, აახენის და კიოლნის უნივერსიტეტები.

Cover gtu.png (5).jpg

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს, რომლის ფარგლებში შეჯამდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობის – მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა.

მადლობას ვუხდი პარტნიორებს, განსაკუთრებული მადლობა სებასტიან შმიდტს, ჯონ შას და ჰანს ტროერს, ისინი ამავდროულად ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან.

პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაჯილდოებული არიან შესაბამისი გრანტებით, რომლის ფარგლებში შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.

2023 წლის 5 დეკემბერს ხელი მოეწერა „cooperation agreement in the framework of the GGSB-PLUS“, სადაც გერმანულ მხარესთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ხელმომწერი იყვნენ კონსორციუმის წევრი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

“GGSB-PLUS” ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა SMART ლაბორატორიის დაარსებას. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გამყარდება ურთიერთთანამშრომლობა. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. 

სამეცნიერო ღონისძიების „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab მიღწევები“, ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები.

საიუბილეო ღონისძიებებს მასპინძლობენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 
 
მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ტარდება: GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა – თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-ს და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე; ქუთაისში, KIU-ში – ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?