სტუ – ში საერთაშორისო კონფერენცია – „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ფაბიან სტორჩმა, არნე კუნსტლერმა და კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონფერენციის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა.

„მას შემდეგ რაც მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება კაცობრიობამ 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა, განვითარებული ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ იმ მიზნებს, რაც 2015 წელს გაეროს მსოფლიო სამიტზე მიღებულმა 21-ე საუკუნის დღის წესრიგმა (Agenda 2030) დასახა. მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის მთავრობამ (მათ შორის საქართველომ) აიღო ვალდებულებები, რათა ხელი შეუწყოს დედამიწაზე სიღარიბის დაძლევას, უზრუნველყოს საყოველთაო კეთილდღეობა და დაიცვას  ჩვენი პლანეტა-დედამიწა. ამ კონტექსტში უნივერსიტეტებს ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი აკისრიათ, რადგან მათ უნდა იტვირთონ ახალგაზრდა თაობების ცოდნის და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების გარდუვალობასთან დაკავშირებით, რამეთუ ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ აქამდე არსებული ცხოვრებისეული მიდგომები ადამიანური აქტივობის ყველა სფეროში, რადიკალურად გარდაქმნან ინდუსტრიული სისტემები, ნაკლები რესურსებით შექმნან უფრო მეტი ფასეულობები, გახადონ ქალაქები და დასახლებები ინკლუზიური, უსაფრთხო, გამძლე და მდგრადი (ეს უკანასკნელი Agenda 2023-ის მდგრადი განვითარების N11 მიზანია).  ამ მიზნების მიღწევაში ურბანისტების, ქალაქდამგეგმარებლების, არქიტექტორების და დიზაინერების როლი განუზომელია, რადგან სწორედ მათი თვალთახედვით ხდება ჩვენს გარშემო არსებული ფიზიკური გარემოს წარმოსახვა და შემდგომ საინჟინრო პროფესიების წარმომადგენელთა ძალისხმევით ამ იდეების ხორცშესხმა და განხორციელება. დღევანდელი კონფერენციაც მდგრადი განვითარების ამ მიზნების მიღწევას ემსახურება და, დარწმუნებული ვარ თავის მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენ წინაშე არსებული გარემოსდაცვითი ამოცანების წარმატებით დაძლევაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების შესახებ არსებული ცოდნის, გამოცდილების და ამ სფეროში  სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან პარტნიორობით, გაიმართა. ორ სექციისაგან შემდგარ კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა 21 ნაშრომი წარადგინეს. მასალები, სტატიების სახით, კონფერენციის კრებულში გამოქვეყნდება.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?