სტუ-ში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა.  მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„წელს, უკვე მეორედ, აღვნიშნავთ ფაკულტეტის დღეს. 2023 წელს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ფაკულტეტების დღის აღნიშვნის ტრადიციას. წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებულ ფორმატში წარვდგეთ ერთმანეთისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ერთი წლის განმავლობაში ფაკულტეტმა ბევრ წარმატებას მიაღწია. რექტორის მხარდაჭერით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნდა ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. რექტორისვე ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩვენთან უკვე მოქმედებს ახალი სასწავლო კურსი – ქართული სახელმწიფოს ისტორია და ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელსაც მეუფე ანანია ხელმძღვანელობს. მეუფის ხელმძღვანელობით განხორციელდა ისტორიულ საქართველოში,  ლორე-ტაშირში  ექსპედიცია, ხოლო ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტმა სამი ექსპედიცია, მათ შორის,  ერთი საერთაშორისო, ორი საქართველოში, განახორციელა. ღონისძიებას ესწრება ჩვენი მეგობარი დავით ნარმანია, რომელმაც თბილისის მერობის დროს თბილისის ზღვის არქეოლოგიური გამოკვლევას ჩაუყარა საფუძველი.  ჩვენმა სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა კვლევის დროს სკვითი მეომრის სამარხი გახსნეს. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩავატარეთ 4 საერთაშორისო კონფერენცია.  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებთან  ერთად წარმატებით ვითარდება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც ცნობილი და აღიარებულია, რაც დიდი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, ფაკულტეტს“, – განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ლაბორატორიაში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიცაა.

„8 თებერვალი წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეა. სწორედ დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი დაარსების დღეს აღნიშნავს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, მინდა მრავალი წარმატება ვუსურვო აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, განსაკუთრებით კი – სტუდენტებს და აქვე გავაჟღერო რექტორის ინიციატივა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტს, თითოეულ ფაკულტეტს, პირველ რიგში კი სტუდენტებს დიდ წარმატებას მოუტანს. ჩვენ გვყავს საუკეთესო მეცნიერები და მკვლევრები, რომელთა საქმიანობას იცნობენ საზღვარგარეთ, ამდენად რექტორის სურვილია ფაკულტეტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და მომავალ წელს საერთაშორისო აკრედიტებული და ორმაგდიპლომიანი პროგრამები შესთავაზონ ახალ თაობას. ეს არც თუ ისე რთულია, იმ ფონზე, როცა დავით გურგენიძის დამსახურებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. წარმატებები მინდა გისურვოთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ღონისძიების დასასრულს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ პროფესორები დავით ნარმანია და გურამ ჯოლია, ასოცირებული პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე. მადლობის სიგელები გადაეცათ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?