სტუ-ში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
table p {
margin-left:15px;
margin-right:15px;
}
მობილობით გადმოსვლის მსურველი პირი, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ გაივლის რეგისტრაციას (2024 წლის 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტუ-ს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელებმა განცხადება (დანართი 1) და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მისამართზე: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.
საბუთები მიიღება: 2024 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით (ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა), 10:00 სთ-დან – 16:00 სთ-მდე;
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);
დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).
ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბრისა;
მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
ფაკულტეტების მიხედვით, საკონტაქტო პირების ჩამონათვალი იხილეთ (დანართი 3).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.
შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.
სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები
|
N |
სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია |
|
1 |
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)
|
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის სფეროში, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის სფეროში (გეოლოგია, გეოფიზიკა, ქიმია) |
|
2 |
გარემოსდაცვითი ინჟინერია |
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია), |
|
3 |
ფარმაცია
|
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხის მქონე პირს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა; 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; 08 სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია), |
|
4 |
მეტალურგია
|
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა), |
|
5 |
მასალათმცოდნეობა
|
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 06 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა), |
|
6 |
არქიტექტურა |
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“-ზე სწავლის უფლება აქვს არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს |
სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები
|
N |
სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია |
|
1 |
სამხედრო ინჟინერია |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ინჟინერიის მიმართულებით, შეიარაღებული ძალების უფროსი და უმაღლესი წოდების ოფიცრები,ასევე ის ოფიცრები, რომელთა სამსახურებრივ ფუნქციებში შედის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის საკითხებიც; |
|
2 |
მეტალურგია
|
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; |
|
3 |
მასალათმცოდნეობა
|
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „მასალათმცოდნეობა“ სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ხარისხი მინიჭებული აქვს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან: 05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; |
|
4 |
ტრანსპორტი
|
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება სწავლის სფეროების კლასიფიკატორის 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა Engineering, Manufacturing and Construction შესაბამისი განათლების, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი |
|
5 |
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
|
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება სწავლის სფეროების კლასიფიკატორის 07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა Engineering, Manufacturing and Construction შესაბამისი განათლების, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, |
|
6 |
არქიტექტურა |
არქიტექტურის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი. |
|
7 |
საერთაშორისო ურთიერთობები |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ჰუმანიტრულ მეცნიერებებში, სამართალში, საჯარო მმართველობაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. |
|
8 |
ინფორმატიკა |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკის სპეციალობებით; |
|
|
მათემატიკა |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომი ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობებით |
|
9 |
მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი |
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით; |
|
10 |
ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) |
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საინჟინრო, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ბიოსამედიცინო სფეროში; |
|
11 |
ეკონომიკა |
ეკონომიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროს – „ეკონომიკა“; „განათლების მეცნიერება“; „პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები“; „სოციალური და ქცევითი მეცნიერებები“; „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“; „ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა“; „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“; „მარკეტინგი და რეკლამა“; „სამართალი“; „სტატისტიკა“; „ტურიზმი“; “მათემატიკა”; „ინფორმატიკა“; „ფილოსოფია“; “ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა“; „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“ შესაბამისი განათლების, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. |
|
12 |
სოციალური მეცნიერებები |
სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამზე სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის კვალიფიკაციას ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს: 01 განათლება; 02 ხელოვნება; ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები; ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი) |
- ბრძანება სტუ–ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა;
- სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...