სტუ-ში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ფსიქოლოგიური და თეოლოგიური შრომები“, ჩატარდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიის ჩართულობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ფსიქოლოგიური და თეოლოგიური შრომები“, ჩატარდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრები – გივი ჭიჭინაძე, სოზარ სუბარი, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების თეოლოგიის მიმართულების მკვლევრები, ფსიქოლოგები და სტუდენტები, ასევე, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიური აკადემიის რექტორი მთავარეპისკოპოსი გიორგი.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, იმ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთ ეროვნულ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი, დააარსეს თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი. რექტორმა მიულოცა ერის სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავი და ისაუბრა პატრიარქის ღვაწლსა და დამსახურებაზე. რექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა წმინდა მამა გაბრიელის ცხოვრებაზე.
„წმინდა ილია მართალმა, გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე ბრძანა: „… მე მსურს მხოლოდ აქ აღვნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებულ კაცისა, რომელშიაც არის, ჩემის ფიქრით, სხვათა მრავალთა შორის, ერთი მისი დიდი მნიშვნელობაცა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, – საერო, თუ სამღვდელო, – რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელიბა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა…“ დიახ, როგორც დიდმა ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, სარწმუნოების გამეცნიერება და მეცნიერების გასარწმუნოებაა დღეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისია. ქართველი ადამიანი თავისი ბუნებით ტოლერანტია, პატივს ვცემთ ყველა აღმსარებლობას, მაგრამ ჩვენთვის უპირველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელსაც უკვე 46 წელია სათავეში უდგას უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მრავალი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ყველა ძნელბედობის ჟამს პატრიარქი ერის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, საქართველოს მომავალი თაობის გვერდით იდგა. შემთხვევითი არაა კონფერენციის თემა. გაბრიელ ქიქოძე იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გამორჩეული წევრი. 1995 წელს, წმინდა სინოდმა ილია მეორეს თავმჯდომარეობით, გაბრიელ ქიქოძე წმინდანად შერაცხა. გაბრიელ ქიქოძე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად თავდადებით იღწვოდა. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარება სწორედ ილია მეორემ შესძლო. 135 წელია გასული გაბრიელ ქიქოძის ისტორიული ფრაზიდან – „შესდექ, ხელმწიფევ“ და მიუხედავად ჟამთა სვლისა ის არ ჰკარგავს აქტუალობას – „ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია და სხვა მოპყრობას იმსახურებს, ვიდრე იმას, რომელსაც ადგილი აქვს“, – ასე მიმართა გაბრიელ ეპისკოპოსმა იმპერატორი ალექსანდრე მესამეს და ამით თქვა ქართველი ერის სათქმელი. 135 წლის შემდეგ ქართველმა ხალხმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება იზეიმა. სასიხარულოა, რომ დღეს ახალგაზრდებმა იციან რას იტევს გაბრიელ ქიქოძის ეს მიმართვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ უწმინდესის და უნეტარესს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს, ჯანმრთელობსა და მზეგრძელობას ვუსურვებ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
კონფერენციას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. „ეპისკოპოსი გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. მან თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. დრევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მომავალმა თაობებმა უფრო სიღრმისეულად უნდა იცოდნენ ამ განსაკუთრებული მამულიშვილის მოღვაწეობის შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ კონფერენციის ჩატარებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კონფერენციაში ონლაინ ჩაერთო ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიური აკადემიის რექტორი, მთავარეპისკოპოსი გიორგი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტარებმა გივი ჭიჭინაძემ; ირაკლი ქადაგიშვილმა; სოზარ სუბარმა; აკადემიკოსმა რამაზ საყვარელიძემ; საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, სტუ-ის ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ; სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მამუკა გიორგაძემ; სტუ-ის პროფესორმა ლია მეტრეველმა; ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა; სოციალურ მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ფსიქოლოგმა ირმა ხურციამ და ცნობილმა მუსიკოსმა თემურ ყვითელაშვილმა. გამომსვლელებმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავი მიულოცეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტს საინტერესო კონფერენციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. კონფერენციაზე 10-ზე მეტი ნაშრომი იქნა განხილული.
იმედი – ქრონიკა
https://www.imedi.ge/ge/video/145789/konperentsia-stushi
საზმაუ- მოამბე
https://1tv.ge/video/46-weli-patriarqis-aghsaydrebidan-konferencia-teqnikur-universitetshi/
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...