სტუ-ში „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია“ გაიხსნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური, ექსპერიმენტების, სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო პროცესის ცენტრი – „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია“ გაიხსნა.
ღონისძიება, რომელსაც სტუ-ის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და “არემჯი” ჯგუფის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კორპორაციული დირექტორი კახა მჭედლიშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ახალი ლაბორატორიის გახსნა მიულოცა. როგორც მან განაცხადა, “ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტში, თანამშრომლობის ფარგლებში, “არემჯი” ჯგუფი ახორციელებს.

„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, რომელიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარად, 103 წლისაა, ქვეყნის სამრეწველო დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, უნივერსიტეტი ეტაპობრივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტზე განახლდა ინფრასტრუქტურა. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯი გოლდს“, რომლის მხარდაჭერით დღეს მორიგი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გავხსენით. როგორც ჯონი შუბითიძე აცხადებს, კომპანია სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ლაბორატორიების ტექნიკურ გადაიარაღებაში კვლავაც მხარს დაუჭერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას “არემჯი” ჯგუფს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ლაბორატორია, ასევე, ახალგაზრდა სამთოელთა ნამუშევრები, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების მიერ გაკვალული გზა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.
„ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიაში“ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ დარგისთვის აუცილებელი უახლესი კომპიუტერული პროგრამები. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის კვლევების პროგრამულ მხარდაჭერას. ლაბორატორიაში გაგრძელდება პროექტი „3D გეოლოგიური მოდელირების კურსი“. საერთაშორისო პლატფორმა „Bentley Systems International“ თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი სტუდენტებს შესთავაზებს ლიცენზირებული პროგრამა „Leapfrog Geo Classroom“-ის სასწავლო კურსებს, ასევე, დაფინანსდება პროგრამული უზრუნველყოფის სწავლებისთვის აუცილებელი საველე ექსპედიციები. ახლად შექმნილი „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიის” ბაზაზე, VR ტექნოლოგიების გამოყენებით, სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციები განხორციელდება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი, შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სამთო კარიერებისა და სხვადასხვა გეოლოგიური საწარმოო არეალის დათვალიერება.
ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტს, „არემჯი გოლდსა“ და „არემჯი კოპერს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა, რომლის თანახმადაც სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებით გაგრძელდება პროექტი „არემჯის საზაფხულო სკოლა“, სასწავლო საველე პრაქტიკები სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები, გეოდეზიისა და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამების დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის, „არემჯის სასტიპენდიო პროგრამა“ და მასში სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის, ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე, გაფართოვდება სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის.
სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა საწარმოო პრაქტიკები გაიარონ „არემჯი აურამაინის“ ბექთაქარის მაღაროს მიწისქვეშა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამთამადნო პროექტში. მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდება სტუ-ის საერთაშორისო კონფერენციების ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა, დაიწყება ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც თავიანთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში იმუშავებენ დარგის პრობლემატიკაზე, ექნებათ შესაძლებლობა კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე აწარმოონ კვლევითი სამუშაოები.
გაგრძელდება იმ დოქტორანტების ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება, რომელთა სადისერტაციო ნაშრომები შეეხება კომპანიის ტექნოლოგიური პრობლემატიკის გადაჭრის გზების ძიებას. “არემჯი” მხარს დაუჭერს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში, როგორც სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის და საექსპერტო კვლევების მიმართულებით.
ასევე, პროექტის – „გახდი სამთოელი“ – ფარგლებში “არემჯი” გააგრძელებს სამთო-გეოლოგიური და სხვა ტექნიკური პროფესიების ცნობადობის ამაღლებას, რითაც ხელი შეეწყობა კომპანიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პოპულარიზაციას.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...