სტუ-ში ვორქშოფი „PMBC-2023“ დაიწყო

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „PMBC-2023“ გაიხსნა. ვორქშოფში სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრისა და მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის –  CERN/IPPOG და  ATLAS ექსპერიმენტის წარმომადგენლები  მონაწილეობენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საინჟინრო განხრით, წარმატებული კოლაბორაცია აკავშირებს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN). ამჟამად, ამ მიმართულებით ორი მსხვილი კოლაბორაცია – CERN-IPPOG (International Particle Physics Outreach Group) და TAI (Technical Associate Institute) ATLAS ექსპერიმენტთან ერთად მიმდინარეობს. IPPOG აერთიანებს – 39, ხოლო ATLAS – 42 ქვეყნის უნივერსიტეტებს. კოლაბორაცია ასეთ მსხვილ სამეცნიერო პარტნიორებთან გულისხმობს მათთან გაერთიანებულ საუნივერსიტეტო ჯგუფებთან ერთად საერთო სამუშაო პაკეტების შესრულებას. PMBC ვორკშოფის მიზანია, პროექტებში მონაწილე საუნივერსიტეტო ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე წარიმართოს დისკუსიები საერთო სამუშაო პაკეტების ირგვლივ, შეფასდეს მათი სამუშაო სტატუსი, განხილულ იქნას პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები და დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები.

„PMBC-2023“-ის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ატლასის კომპიუტინგის კოორდინატორი, პროფესორი დარიო ბარბერისი და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „PMBC-2023“-ის ფარგლებში ეწვივნენ: ეირიკ გრამსტადი – ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი;  შონ რო – დოქტორი, ცერნის სინიორ-ფიზიკოსი, CERN-ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი;  დარენ პრაისი – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; დილია მარია პორტილო ქუინტერო  –  ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; ოლეგ სოლოვიანოვი  – CERN-ATLAS სინიორ-ფიზიკოსი, პროფესორი,  ATLAS-ის კალორიმეტრების სპოკსპერსონი. ჰანს-პიტერ ბექი – ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელი;  პედრო აბრუ  – ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-IPPOG კოლაბორაციის სპოკსპერსონი, პორტუგალიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ის ფიზიკოსი.

ვორკშოფის ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტებში მონაწილეობს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი. თუმცა, ვორკშოფის მიზანია, ასევე მოხდეს სხვა ჯგუფების იდენტიფიცირება როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე მის გარეთ და განხორციელდეს მათი პოტენციური ჩართულობა ამ მაღალი პრესტიჟის მქონე სამეცნიერო კოლაბორაციაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ორ უმსხვილეს კოლაბორაციასთან. რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა დაიწყო კოგნიტურ პროგრამული აპლიკაციების უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავება, რომლის ბაზაზე  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნა. ეს არის საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.  აღსანიშნავია, რომ ორმხრივი გადაწყვეტილება  2021 წელს მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში ვრცელდება. ეს არის ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრების დიდი წარმატება. ვორკშოფი მეცნიერული დატვირთვის გარდა, შემაჯამებელ ხასიათს ატარებს. კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე ცერნის პარტნიორები, ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ სტატუსი როგორ მიმდინარეობს პროექტები. შეხვდნენ უშუალო შემსრულებლებს, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც პარტნიორები შეაფასებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაწეულ სამუშაოს. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გასიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, „PMBC-2023“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც სტუ-ის აკადემიური პერსონალის გარდა ჩართულნი არიან დოქტორანტურის სტუდენტები.

„კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ პროექტების მიმდინარეობა. ჩვენი სტუდენტები, ორი კოლაბორაციის პირველი პირებიდან გაიგებენ რა სახის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს CERN-ში, რა არის ყველაზე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, ეს მათ მისცემს საშუალებას დაფიქრდნენ კარიერაზე, რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ, სად შეიძლება ყველაზე კარგად გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს სტუ-ში. ისინი პირისპირ შეხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, ან მათთან ერთად იმუშაონ, იმ კვლევით თემატიკებზე, რასაც  დღეს ამუშავებენ. ამდენად, ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ვორკშოფი „PMBC-2023“ ოთხ დღეს გასტანს.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?