სტუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 108-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაარსებიდან 108-ე წლისთავს ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
„გულითადად გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 108-ე წლისთავს.
1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის, არამედ მთლიანად ეროვნული თვითმყოფადობის, სახელმწიფოებრივი და სამეცნიერო აზრის განვითარებისა და კულტურული პროგრესისთვის. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ საუნივერსიტეტო ტრადიციას, რომელიც ეფუძნება აკადემიურ თავისუფლებას, სამეცნიერო კეთილსინდისიერებასა და ცოდნის ეროვნულ და ზნეობრივ ღირებულებებთან ინტეგრაციას.
108 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და რჩება ფუნდამენტური მეცნიერებების, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო კვლევებისა და ინტელექტუალური დისკურსის მთავარ კერად – უნივერსიტეტის მრავალმხრივმა აკადემიურმა საქმიანობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში, ხოლო მისი კურსდამთავრებულები დღესაც ღირსეულად მონაწილეობენ ქვეყნის წინსვლაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბება-განვითარებაში, ინტერდისციპლინური კვლევების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალწლოვან თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო აკადემიურ ღირებულებებს, მეცნიერებისა და განათლების განვითარების ერთობლივ მიზნებს და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას, რაც ქმნის მყარ საფუძველს კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
დღეს, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს დაარსებიდან 108-ე წლისთავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ზეიმის ორგანული ნაწილია, რადგან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთმანეთის გვერდით იდგნენ და თანაზიარად ატარებდნენ ქართული უმაღლესი განათლების, სამეცნიერო აზრისა და ეროვნული განვითარების ისტორიულ პასუხისმგებლობას. სხვადასხვა ეპოქის პოლიტიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევათა პირობებში, ტექნიკური და კლასიკური საუნივერსიტეტო განათლების ურთიერთშევსებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალის ფორმირებაში, რაც დღემდე განსაზღვრავს ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძვლებს.
ვუსურვებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემდგომ პროგრესს, ინოვაციურ აკადემიურ მიღწევებს, საერთაშორისო აღიარების კიდევ უფრო გაძლიერებას და მრავალი თაობის წარმატებულ მეცნიერთა და პროფესიონალთა აღზრდას საქართველოსა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...