თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერია “სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში 2026-2027 შემოდგომის სემესტრამდე, უმაღლესი განათლების სამივე აკდემიური საფეხურის სტუდენტებსთვის დაფინანსების მიზნით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, პროგრამის ფარგლებში სწავლა დაუფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე. პროგრამის მიზანია სტუდენტთა წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომის ხელშეწყობა.
თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა სწავლის დაფინანსების მიზნით უნდა მიმართონ თბილისის მერიის კანცელარიას 2026 წლის 22 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუ-ის სტუდენტს შეუძლია მიმართოს ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
მსგავსი
სტუ-ის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...
აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში
„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...