სტუ-ის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა.
სტუ-ის ოქროს მედლები გადაეცათ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ იოსებ კირცხალიას და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს, ხოლო საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი და ამავე ფაკულტეტის შახტი-ლაბორატორიის უფროსი მექანიკოსი მერაბ მაისურაძე.
აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის განვითარებაში ფასდაუდებელია იმ მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლი, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და თავდადებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას. რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მათი ამაგის დაფასება.
„დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ ადამიანები, რომლებმაც უნივერსიტეტს მრავალი წელი, ფუნდამენტური ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნეს. თითოეული მათგანის მიღმა თაობების აღზრდისთვის გაწეული დაუღალავი შრომა, ასევე, საინჟინრო დარგებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ისინი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან. მათი ღვაწლი, გამოცდილება და სტუდენტებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში აყალიბებდა იმ გარემოს, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მადლობა მათ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ამ საპატიო ჯილდოებითაც გადავუხადოთ“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი” – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მსგავსი
თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერია “სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში 2026-2027 შემოდგომის სემესტრამდე, უმაღლესი განათლების სამივე აკდემიური საფეხურის სტუდენტებსთვის დაფინანსების მიზნით განცხადებას ავრცელებს. განცხადების...
აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში
„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...
სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...