2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის შიდა მობილობა იწყება

სიახლეები

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა 2026 წლის 24 და 25 თებერვალს, უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობენ ან სწავლობდნენ).

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) პირობები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ (იხ. დანართი 1).

სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხ. დანართში 2; დანართში 3; დანართში 4. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 3 და დანართი 4) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც არ აქვთ წინაპირობა ცხრილში მითითებული არ არის.

შიდა მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5).

საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება

  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 26 თებერვალს, 11: 00 საათზე. გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც წარდგენილ უნდა იქნას საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები); მისამართი: თბილისი; კოსტავას №68, სტუ-ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა.
  • დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი” და ,,არქტექტურა”) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 27 თებერვალს, 12: 00 საათზე.
  • გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც მობილობის მსურველმა წერილობით უნდა წარმოადგინოს და სიტყვიერად დაასაბუთოს პროგრამაზე სწავლის მოტივაცია, ასევე წარდგინოს საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები); მისამართი: თბილისი; კოსტავას № 75, სტუ-ს VIII კორპუსი ; მე-2 სართული; ოთახი 4.

მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?