ღვაწლმოსილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამეცნიერო და აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილი და გამორჩეული თანამშრომლისა და პედაგოგის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიების ხელმძღვანელის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერის, საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრის – ლევან მაცაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
„91 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უხუცესი თანამშრომელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის გუნდის ერთგული და ღვაწლმოსილი წევრი, რომელიც 1957 წლიდან მოყოლებული, მუხლჩაუხრელად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და დიდ ძალისხმევას დებდა თაობების აღზრდაში. ბატონი ლევალ მაცაბერიძე თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელსაც მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება დაუკავშირა.
ჩვენთვის მძიმეა განშორება იმ კოლეგასა და უფროს მეგობართან, რომელიც ესოდენ გამოირჩეოდა სითბოთი და სიყვარულით, აღსავსე იყო განუზომელი ერთგულებითა და ენერგიით. შეუფასებელია მისი ღვაწლი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნასა და განვითარებაში – ბატონი ლევანი სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდა საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობას, მისი პროფესიული თვისებები კი ყოველთვის იმსახურებდა უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან.
ბატონი ლევან მაცაბერიძის გამორჩეული ღვაწლი და დამსახურება – შეტანილი უნივერსიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში – აღინიშნა უნივერსიტეტის საპატიო და უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს მედლით, რომელიც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მას შარშან საზეიმოდ გადავეცით.
ლევან მაცაბერიძის ხსოვნას მუდამ შემოინახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი! გულით ვუსამძიმრებთ მაცაბერიძეების ოჯახს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ბატონი ლევანის ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...