საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგურ კომპანია SISECAM-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგურ კომპანია SISECAM-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა ოლგუნ თაშდემირმა, მოაწერეს, ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, კომპანიაში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული კურსის ხელშეწყობას, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ინიციატივების მხარდაჭერას.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივად განავითარონ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ინიციატივები და სამომავლო პარტნიორობის კონკრეტული ნაბიჯები დასახეს. ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის დელეგაცია ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის ხელმძღვანელობით ოფიციალური სამუშაო ვიზიტით SISECAM-ის ქარხანა „მინას“ ეწვია.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, კომპანია SISECAM წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ სამრეწველო ჯგუფს, რომელიც მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებით მსოფლიო ხუთეულში შედის, სოდის წარმოებით მერვე ადგილზეა, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებით უმსხვილესი გლობალური მოთამაშეა.
პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, კომპანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქიმიური ტექნოლოგიების, მასალათმცოდენობის, მექანიკის ინჟინერიისა და ლოგისტიკის მიმართულებებისთვის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ კომპანია SISECAM-თან აქტიური თანამშრომლობა უპირველესად ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის დინამიური მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია, რომ SISECAM-ის საწარმოო სტრუქტურებში უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტი და კურსდამთავრებულია დასაქმებული, რაც მეტყველებს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის არსებული თანამშრომლობის ეფექტიანობაზე. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ჩამოაყალიბონ პროფესიული უნარები, აიმაღლონ კვალიფიკაცია და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მრავალმხრივი და სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების განვითარებას, ინოვაციური მიმართულებების გაძლიერებას და უმაღლესი განათლების სფეროს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს სამრეწველო სექტორთან“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
Related
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
