სტუ-ში კომპანია ბაუმერის ახალი სადემონსტრაციო სივრცე გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საინჟინრო კომპანია „ბაუმერის“ საგანმანათლებლო პროექტის – „ბაუმერის აკადემიის“, ფარგლებში ახალი სადემონსტრაციო სივრცე გაიხსნა.
სპეციალურად მოწყობილი სივრცე განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე „ბაუმერის აკადემიის“ ტრენინგების მონაწილეთათვის. ახალი ინფრასტრუქტურა მათ საშუალებას მისცემთ, პრაქტიკულად გაეცნონ MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) საინჟინრო მიმართულების თანამედროვე სტანდარტებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და რეალური სამუშაო პროცესების სპეციფიკას.
როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აცხადებს, სივრცე სრულადაა აღჭურვილი იმ ტიპის მოწყობილობებითა და ტექნიკური რესურსებით, რომლებიც MEP ინდუსტრიაში დღეს გამოიყენება. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, ახალი სივრცის გახსნა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი ინჟინრების პროფესიული წინსვლისთვის.
„ბაუმერის აკადემიის ახალი სადემონსტრაციო სივრცე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ საინჟინრო გარემოში გამოიყენონ, გაიღრმავონ პროფესიული ხედვა და პრაქტიკულად განივითარონ ის უნარები, რომლებიც თანამედროვე საინჟინრო ინდუსტრიას სჭირდება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ აღნიშნული სივრცე ქმნის გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების სრულფასოვან პლატფორმას, სადაც თეორია და პრაქტიკა ორგანულად ინტეგრირდება. ამ გარემოში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უშუალოდ დაესწრონ ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობას, ჩაერთონ სხვადასხვა კვლევაში და რეალური პირობების ანალიზისა და მოდელირების გზით ცოდნა გაიღრმავონ. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ქმნის არსებით წინაპირობას კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების მდგრადი განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ბაუმერის აკადემიის ახალი სივრცე მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს სტუდენტების მომზადებას იმ გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე საინჟინრო სექტორი, და მათ აძლევს შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე. პროფესორ ბორის გითოლენდიას განცხადებით, კომპანიასთან პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა სტუდენტებს მიეცეთ უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობები.
„პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ეს ინოვაციური სივრცე მიზნად ისახავს სტუ-ის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და კომპანია „ბაუმერის“ პერსონალისათვის ერთობლივი უახლესი საკვალიფიკაციო პროგრამების, ტრენინგებისა და პრაქტიკული სესიების უზრუნველყოფას. ის ძირითადად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკიის ინჟინერიის, ასევე, სამშენებლო ფაკულტეტის დარგობრივი სასწავლო პროგრამებისთვისაა განკუთვნილი და სტუდენტებს მისცემს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ისე რეალურ სამუშაო პროცესებთან მაქსიმალური დაახლოების შესაძლებლობას“, – აცხადებს პროფესორი ბორის გითოლენდია.
Related
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
