ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – Micro-GEAR ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR) – ფარგლებში მორიგი სამუშო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში მიკროკრედიტების სისტემის დანერგვის შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც, ძირითადად, მოიცავს ტრენინგსესიებს, რომლებიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას მიკროსერტიფიკატების უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირებისთვის.

სამწლიან პროექტში, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწყო, ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები.
ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან:
- ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია),
- მადრიდის კარლოს III-ის უნივერსიტეტი (ესპანეთი),
- რომის ანიელო მერონეს ევროპული უნივერსიტეტი (იტალია),
- ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია),
- საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროექტში ჩართული მეცნიერების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისას აცხადებს, რომ ERASMUS+ პროექტი – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერთიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ – რეგიონისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, Micro-GEAR პირველი საერთაშორისო ინიციატივაა მიკროსერტიფიცირების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მხარდაჭერასა და განვითარებას.
„ჩვენ ვიღებთ დიდ პასუხისმგებლობას, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით განვახორციელოთ განათლების რეფორმები და სამხრეთ კავკასიაში ვიყოთ ინოვაციისა და თანამშრომლობის მაგალითი. გლობალურ შრომით ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ფონზე და სწრაფად მზარდი, მაღალკვალიფიციური განათლების საჭიროების პირობებში, მიკროსერტიფიცირება ხდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს კომპეტენციის აღიარებას, ქმნის მოქნილ საგანმანათლებლო ბილიკებს და ავსებს იმ დანაკლისს, რასაც ტრადიციული სერტიფიცირება ვერ ფარავს. მიკროსერტიფიცირების როლი პროფესიულ განათლებასა და სწავლების სისტემებში (VET) მხოლოდ აძლიერებს მათ ღირებულებას და აქტუალობას.
ამ კონტექსტში პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ასპექტია რეგიონში პოლიტიკის შემმუშავებლებსა და აკადემიურ საზოგადოებაში მიკროსერტიფიცირების ელჩებისა და ენთუზიასტების ახალი თაობის ჩამოყალიბება. ამ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მიკროსერტიფიცირებას თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი ცოდნის გაზიარების, რეგიონული კომპეტენციის გაძლიერებისა და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.
სასიხარულოა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი – უნივერსიტეტი ამ პროექტში კონსორციუმის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია. 6 ქვეყნის 16 საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციის გაერთიანება ერთ პროექტში სერიოზული პასუხისმგებლობაა. თუმცა ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ამ ამოცანას უმკლავდებიან მაღალი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმითა და სტრატეგიული ხედვით.
უკვე ვხედავთ ამ შრომის შედეგებს – პროგრესი პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით, ინსტიტუციური ჩარჩოების ჩამოყალიბება და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართვა რეგიონიდან თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს წარმატებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული პარტნიორების ერთიანი ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა.
Micro-GEAR-ი ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი. ეს არის სტრატეგიული მოძრაობა უფრო მოქნილი, ინკლუზიური და თანამედროვე განათლების სისტემისკენ, რომელიც ერგება სწრაფად ცვალებად გარემოს“, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროექტის მნიშვნელობასა და მასში ჩართულ მეცნიერთა ღვაწლს.
Related
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...