სტუ-ის მეცნიერებმა სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა – სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა, ასოცირებულმა პროფესორებმა ანა ტაბატაძემ, ნინო ბახტაძემ და სპეციალისტმა ვიტალი ტყაბლაძემ ქალაქ ერევანში, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში (National University of Architecture and Construction of Armenia – NUACA) გამართულ სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – ICCEE 2025 (International Conference on Civil and Environmental Engineering) მონაწილეობა მიიღეს.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს – პროფესორ მანუკ ბარსეღიანსა და სომეხ მეცნიერებს,
კონფერენციის დელეგატებს 14 ქვეყნის 25 უნივერსიტეტიდან, ასევე, დარგში მოქმედი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, წამყვან სპეციალისტებსა და ექსპერტებს ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.
„თანამედროვე მსოფლიოში – ამ დაჩქარებული ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნების ხანაში – სადაც მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ბალანსის დაცვა და ინფრასტრუქტურული პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული – გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზი და ამასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სპეციალისტთა, მკვლევართა და ექსპერტთა როლი. გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.
გვჯერა, ICCEE 2025-ი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მეტად განვითარებას. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ქმნის შესაძლებლობას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალურ რესურსების გამოყენებით ერთად შევიტანოთ წვლილი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროგრესში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას კონფერენციის მასპინძელი უნივერსიტეტის, მისი რექტორის, პროფესორ მანუკ ბარსეღიანის, ამ სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორების, მისი მონაწილეების მიმართ და შეკრებილ საზოგადოებას ნაყოფიერი სამუშაო გარემოს ვუსურვებ“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა ვიდეომიმართვაში.
ICCEE 2025-ის სექციებზე მოხსენებით 56 მეცნიერი წარსდგა. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა წარმოადგინა ნაშრომი – „ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენება მეწყერსაშიშ ზონებში“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბახტაძემ – „ბეტონის სულფატომედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების და გამოყენების დანერგვა შავიზღვისპირეთში“.
Related
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...