სტუ-ის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჰეგელის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ბლოკსემინარების ციკლი მიმდინარეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ეგიდით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘, ფარგლებში მიმდინარეობს, საქართველოს ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ინტენსიური ბლოკსემინარების ციკლი დაიწყო, რომელსაც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი ანდრეას არნდტი და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი მამუკა ბერიაშვილი უძღვებიან.
ბლოკსემინარების ციკლი ეძღვნება თემას: „ზნეობრიობა როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში“ (Sittlichkeit als Institutionalisierung der Freiheit bei Hegel), ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და ლოგიკის მეცნიერების მიხედვით. სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ავტორია სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.
პროექტის ფარგლებში, პირველ ორნაწილიან ბლოკსემინარზე, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, პროფესორმა ანდრეას არნდტმა სტუ-ის დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის წაიკითხა მოხსენება თემაზე – “სახელმწიფო და ეკონომიკა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის მიხედვით; პროფესორი მამუკა ბერიაშვილი კი წარსდგა თემით – “ზნეობრიობა როგორც ინსტიტუციონალიზებული თავისუფლება ჰეგელთან” (ჰეგელის სამართლის ფილოსოფიების 1817-1831 წლების ლექციების მიხედვით).
დისკუსიაში, რომელიც მოხსენებების მოსმენის შემდეგ გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს დოქტორებმა: ქეთევან რჩეულიშვილმა, ირაკლი თაბორიძემ, ირაკლი დეკანოზიშვილმა, მარიამ ხაზარაძემ და დოქტორანტებმა: მარია ჯგუშიამ, გიორგი ბერიაშვილმა, რუსა მახათაძემ, გიორგი კაშიბაძემ.
დისკუსიის შემდეგ, პროფესორებმა ანდრეას არნდტმა და მამუკა ბერიაშვილმა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის 1821 და 1824 წლების შესავლების წინასწარ დამუშავებული ტექსტების შესახებ, 2-საათიანი სემინარი ჩაატარეს.
როგორც სტუ-ის პროფესორი, სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი მამუკა ბერიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ეგიდით მიმდინარე და მთავარი თემით გაერთიანებული ბლოკსემინარების საფუძვლიანი სისტემური და ისტორიული გააზრება ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, სიღრმისეულად გაანალიზონ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა კრიზისი, რომელიც დემოკრატიის ფორმალური, მინიმალისტური გაგებიდან წარმოიშობა.
„ბლოკსემინარების მნიშვნელობა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაზიარებაში არ გამოიხატება. მათი მიზანია კრიტიკული აზროვნების განვითარება ახალგაზრდა მკვლევრებში. ჰეგელის ფილოსოფია, განსაკუთრებით მისი ზნეობის – როგორც ინსტიტუციონალიზებული თავისუფლების – ცნება, წარმოადგენს უნიკალურ ჩარჩოს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ეთიკური და სამართლებრივი საფუძვლების გასააზრებლად. იმ დროს, როდესაც დემოკრატია ხშირად ფორმალურ მექანიზმებსა და საარჩევნო პროცედურებზეა დაყვანილი, ჰეგელი გვახსენებს თავისუფლების უფრო ღრმა, ინსტიტუციურ და ეთიკურ საყრდენს, რომელსაც ინდივიდისა და სახელმწიფოს რაციონალური გაერთიანება შეუძლია. ეს ბლოკსემინარები, როგორც ინტერდისციპლინური და კოლაბორაციული ფორმატი, ქმნის სივრცეს თაობათა შორის გრძელვადიანი დიალოგისთვის, რაც უზრუნველყოფს ისეთი სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც თანამედროვე სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კრიზისების წინაშე ფილოსოფიური სიღრმითა და ისტორიული ცნობიერებით წარდგება. პროფესორ ანდრეას არნდტის მონაწილეობა, მისი ლექციები, მასთან დისკუსიები გვაძლევს საშუალებას, ჩვენმა სტუდენტებმა გაიზიარონ საერთაშორისო აკადემიური დისკურსის უმაღლესი სტანდარტები და ამავე დროს, ადგილობრივი ინტელექტუალური ტრადიცია გლობალურ კონტექსტში განიხილონ. გარდა ამისა, ეს ღონისძიება მოიაზრებს უფრო ფართო მცდელობას – ისეთი ფილოსოფიური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს კლასიკური ფილოსოფიის კრიტიკულ გააზრებასა და მის კავშირს თანამედროვე გამოწვევებთან. ჩვენ ვსწავლობთ ჰეგელს და მის ფილოსოფიას ვიყენებთ იმისათვის, რომ გავიაზროთ თანამედროვე კრიზისი და ჩამოვაყალიბოთ მოაზროვნეთა ახალი თაობა, რომლებიც თავისუფლებას არა როგორც აბსტრაქტულ იდეალად, არამედ როგორც ცოცხალ, ინსტიტუციურ რეალობად აღიქვამენ – ისეთ რეალობად, რომელიც მუდმივ გააზრებასა და განახლებას საჭიროებს“, – აღნიშნავს მამუკა ბერიაშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, მორიგი ბლოკსემინარები გაიმართება ილიას, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ზუგდიდის შოთა მესხიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შემდეგი პროგრამის მიხედვით:
6 ივნისი, 18:30 – თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ანდრეას არნდტი წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ცნების იდეა ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია); ლექციას მოჰყვება ანდრეას არნდტის 2-საათიანი სემინარი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტერაქციული მუშაობა სტუდენტებთან ჰეგელის ლოგიკის მეცნიერებიდან წინასწარ დამუშავებულ ტექსტებზე.
პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – “თავისუფლების იდეა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და რელიგიის ფილოსოფიის მიხედვით” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
- 7 ივნისი, 13:00 – ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ანდრეას არნდტის ლექცია – “ეკონომიკა და სახელმწიფო ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
- 9 ივნისი, 13:00 – ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს ლექციას – “თავისუფლების იდეის განვითარება ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის სხვადასხვა კონტექსტში” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
- 10 ივნისი, 13:00 – ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ანდრეას არნდტის ლექცია – “თავისუფლების განვითარება მსოფლიო ისტორიაში ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
- 11 ივნისი, 13:00 – ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს ლექციას – “თავისუფლების იდეის განვითარება რელიგიის ფილოსოფიაში” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
- 12 ივნისი, 12:00 – ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მამუკა ბერიაშვილი გააკეთებს მოხსენებად თემაზე – “ადამიანის თავისუფლების დასაწყისი ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიაში” (სემინარები წინასწარ დამუშავებულ შესაბამის ტექსტებზე დაყრდნობით);
- 13 ივნისი, 13:00 – ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ანდრეას არნდტი ჩაატარებს ლექციას დისკუსიით, თემაზე – “ჰეგელი – უფლების მოვალეობისა და ნების შესახებ, (სემინარები წინასწარ დამუშავებულ ტექსტებზე დაყრდნობით).
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბლოკსემინარები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და პირისპირ დასწრებასთან ერთად, დაინტერესებული სტუდენტებისთვის მონაწილეობა, zoom პლატფორმის მეშვეობით, დისტანციურადაც იქნება უზრუნველყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, სტუ-მა 5-6 ივნისს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებში.
Related
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...