სტუ-სა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ავსტრიის ელჩი რობერტ გერშნერი დაესწრო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს (Montanuniversity Leoben) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც, სტუ-ის მხრიდან, ვიცე-რექტორებმა – პროფესორებმა თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ, ხოლო ავსტრიული უნივერსიტეტის მხრიდან, პრეზიდენტმა, პროფესორმა პიტერ მოზერმა მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობერტ გერშნერი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი რიაზ ხარატი.
ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის დარბაზში მოეწერა ხელი, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კოლაბორაციას ითვალისწინებს.

ვიცე-რექტორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სამთო-გეოლოგიის, მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ენერგეტიკის სფეროში წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მომავალი თაობის მკვლევართა და სპეციალისტთა მომზადებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხრივ.
„მოხარული ვართ, რომ საფუძველი ეყრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობას ევროპის ერთ-ერთ წამყვან – ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან. გვსურს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულითადი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ ავსტრიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რობერტ გერშნერს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ პიტერ მოზერს, ავსტრიული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელს, პროფესორ რიაზ ხარატს, რადგან რექტორი, ამჟამად, სამუშაო მივლინებით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში იმყოფება.
საგულისხმოა, რომ ლეობენის უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია თავისი აკადემიური პროგრამებით სამთო ინჟინერიისა და გვირაბთმშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, ნავთობისა და გაზის მოპოვების, ბურღვის ტექნოლოგიების, მასალათმცოდნეობისა და ლითონთა გადამუშავების, მეტალურგიის, კერამიკისა და პოლიმერების, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და საწარმოო ნარჩენების მართვის მიმართულებით. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უძველესი და წამყვანი უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლისთვის – საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტისთვის ავსტრიულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის ფარგლებში კოლაბორაცია მნიშვნელოვანია აღნიშნულ დარგებში ახალგაზრდა მაღალპროფესიონალ სპეციალისტთა და მკვლევართა მომზადების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის დიდ სურვილს აძლიერებს ის ფაქტიტც, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ავსტრიაში, სწორედ ამ უნივერსიტეტში განათლებას იღებდა ახალგაზრდა გრიგოლ წულუკიძე – შემდგომში უკვე ცნობილი მეცნიერი, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამაარსებელი და პირველი დეკანი გახლდათ. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ორივე ინსტიტუციისთვის მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება და ასევე, გააძლიერებს ურთიერთობებს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის. წარმატებებს ვუსურვებთ დამეგობრებულ უნივერსიტეტებს!“ – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
როგორც საქართველოში ავსტრიის ელჩმა რობერტ გერშნერმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ამოქმედება ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.
„მოხარული ვარ, რომ ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში იმ მიზნით, რომ გაღრმავდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, დიდი პატივია დავსწრებოდი ამ დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა“, – განაცხადა რობერტ გერშნერმა.
ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტის თქმით, მემორანდუმის ამოქმედების ერთ-ერთი მიზანი მინერალური რესურსების მდგრადი ათვისების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის წარმართვაა.
„ლეობენის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მომენტია პარტნიორობის დაწყება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ამ მიზნით, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ჩვენ დაინტერესებული ვართ კოლაბორაციით სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი სამუშაოები მინერალური რესურსების დაცვის გაძლიერებისა და მათი მდგრადი ათვისების მიმართულებით. მემორანდუმი მოიცავს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებსაც, მათ შორის „Erasmus+“-ის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – აღნიშნა პროფესორმა პიტერ მოზერმა.
ცნობისათვის, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტი ევროპაში ერთ-ერთი სპეციალიზირებული წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც კონკურენციას უწევს არაერთ ცნობილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის: TU Bergakademie Freiberg (გერმანია), RWTH Aachen (გერმანია), Politecnico Di Torino (იტალია), AGH University of Scienco and TECHNOLOGY (პოლონეთი) და, ამასთანავე, არის ნედლეულის სექტორში მსოფლიოში უდიდესი ინოვაციური საზოგადოების, EIT Raw Materials-ის აქტიური წევრი, რაც უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ გავლენებს კიდევ უფრო აძლიერებს.
Related
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...