სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხულ პირველკურსელ საერთაშორისო სტუდენტებთან გეგმიური გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი სასწავლო ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის შეუფერხებლად წარმართვის, უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსთან, საგანმანათლებლო პროგრამებთან და სასწავლო-კვლევით პროცედურებთან ადაპტირების, ასევე, ადმინისტრაციული სერვისების ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება იყო.
ღონისძიება სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა გახსნა. ლელა ჩიქოვანმა სტუდენტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ფაკულტეტის საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე, ასევე, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურაზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ საერთაშორისო სტუდენტს შევუქმნათ მხარდაჭერილი და კომფორტული სასწავლო გარემო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გთავაზობთ მაღალ აკადემიურ სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას, მრავალფეროვან საუნივერსიტეტო სივრცეს და პერსპექტივებს, რომლებიც თქვენს მომავალ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, აქ მიიღებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც კარიერული წარმატების მყარ საფუძველს შექმნის,“ – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.
შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, სტუდენტებმა ლელა ჩიქოვანს დამატებითი კითხვებით მიმართეს სასწავლო გრაფიკის, ადმინისტრაციული პროცედურების და სხვადასხვა სტუდენტური სერვისის შესახებ.
ღონისძიება ფაკულტეტის სივრცეების მოკლე ტურით დასრულდა. სტუდენტებმა ლაბორატორიები, საფაკულტეტო ბიბლიოთეკა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ტექნიკური შესაძლებლობები.
ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო სტუდენტთა შეხვედრების სერიას სხვა ფაკულტეტებზეც, რათა ყოველმა სტუდენტმა ადაპტაციის პროცესში უნივერსიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნოს.
Related
Cybersecurity Awareness Event at GTU
The Faculty of Informatics and Control Systems at Georgian Technical University is participating in a cybersecurity awareness campaign. The event...
Meeting with Writer and Translator Archil Javakhadze
The Faculty of Informatics and Control Systems at the Georgian Technical University hosted a meeting with writer and translator Archil...
GTU Announces Enrollment in Five Intensive Short-Term Professional Courses under Tbilisi City Hall’s “Study and Get Employed” Programme
A presentation of the final report for the Spring 2026 semester of the project “GTU Professional Training Courses,” implemented under...
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
