„ტერმინოლოგიური მუშაობის თანამედროვე მიდგომები“ – ქართული ტერმინთბანკის პირველი პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის პარტნიორობით, გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიება თემაზე – „ტერმინოლოგიური მუშაობის თანამედროვე მიდგომები”.
სამეცნიერო ღონისძიებაზე „ტექნიფორმისა“ და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის კოლაბორაციით, ქართული ტერმინთბანკის ონლაინ ვერსია პირველად იქნა წარდგენილი.
ღონისძიება, რომელშიც სტუ-ის სამეცნიერო წრეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორმა, პროფესორმა ნელი მახვილაძემ გახსნეს.

როგორც სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ სივრცეში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ტერმინოლოგიაზე მუშაობის თანამედროვე მიდგომების შემუშავება, უდავოდ, მნიშვნელოვანი პროცესია.
„სწრაფად განვითარებად და სწრაფად ცვლად ტექნოლოგიურ სივრცეში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ტერმინოლოგიის სრულყოფასა და ახალი ტერმინების შექმნაზე მუშაობისას უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მიდგომები სამეცნიერო კომუნიკაციის თანმიმდევრულობის, სიზუსტისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ტერმინოლოგიური ბანკების შექმნა და განვითარება, როგორიცაა ქართული ტერმინთბანკი, არა მხოლოდ ენის განვითარების ინსტრუმენტია, არამედ სტრატეგიული რესურსია, რომელიც ხელს უწყობს განათლებას, კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მეშვეობით, მეცნიერებს დიდი წვლილი შეაქვთ ენის, როგორც ცოცხალი და მუდმივადგანვითარებადი ფენომენის დაცვასა და მის ადაპტირებაში თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოთხოვნებთან. გარდა ამისა, ქართული ტერმინთბანკის პირველი ონლაინ ვერსიის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს პოზიციის გასამტკიცებლად“, – განაცხადა მიხეილ ჯანიკაშვილმა.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა ქართული ტერმინთბანკის მნიშვნელობის, მისი შექმნის ეტაპების, შემდგომი დამუშავების საჭიროებისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული სხვადასხვა გამოწვევის შესახებ.
შეხვედრის მონაწილე მეცნიერებმა დეტალურად განიხილეს და შეაფასეს ქართული ტერმინთბანკის პირველი საცდელი ონლაინ ვერსია, რომელმაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
Related
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...
“Science for the Development of Georgia’s Regions – 2026” – GTU Participates in Regional Science Festival
The Regional Science Festival is an important event for fostering an interest in research among young people and deepening cooperation...
Welcome Event for International Students at GTU
Georgian Technical University held a welcome event for newly enrolled international students. The event introduced the university, helped students begin...
CSU/SDSU AI Research – with participation from various universities across the country
From September 21 to October 19, San Diego State University (San Diego State University – SDSU), in cooperation with the...
GTU Rector Congratulates Professor Boris Bokolishvili on His 90th Anniversary
The Rector of Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Boris Bokolishvili, Doctor of...