საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო ახალი პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.

პროექტი განხორციელდება სტუ-ის თოთხმეტივე ფაკულტეტზე და მისი არსია სტუდენტების შეხვედრა ცალკეული ფაკულტეტების წარმატებულ კურსდამთავრებულებთან.

პროექტის პირველი სტუმარი, სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, პროექტის განხორციელებამდე სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, სურდათ თუ არა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა.

„ინტერესი იმდენად დიდი იყო, გადაწყდა, პროექტი განგვეხორციელებინა. ვფიქრობ, სტუდენტებისათვის, საინტერესო იქნება ამა თუ იმ წარმატებული ინჟინრის, იურისტის, ბიზნესის წარმომადგენლის თუ სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, მათი წარმატების ფორმულის ისტორიების მოსმენა. ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს მხარდაჭერისთვის, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს პირველ სტუმარს, ბატონ დავითს“, – განაცხადა ლევან ფიფიამ.

როგორც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გეწაძემ განაცხადა, მისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა და სტუდენტებთან შეხვედრა დიდი პატივია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, გავიარე. უნივერსიტეტთან  მთელი 11 წელი მაკავშირებს. ეს იყო მომავლის იმედით დატვირთული წლები. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, მივიღე მაღალკვალიფიციური განათლება. წარმატება პირდაპირ კავშირშია არჩეული სპეციალობის სიყვარულთან, რაც ამარტივებს როგორც სწავლას, ასევე სამუშაო პროცესში ჩართვას. დღეს შევხვდი სტუდენტებს, რომლებიც ხვალ-ზეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში ან სხვაგან გამოიყენებენ უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას. სასიხარულოა, ახალგაზრდები არიან მოტივირებული, იციან, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ კადრზე დიდია და ყველაფერს ცდილობენ გახდნენ საჭირონი. მინდა წარმატება ვუსურვო მათ და უნივერსიტეტს“, – განაცხადა დავით გეწაძემ.

შეხვედრის დასასრულს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტური სერვისების ცენტრს ინიციატივისათვის, რექტორს მხარდაჭერისათვის.

„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო სტუდენტური სერვისების ცენტრმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა რექტორს მხარდაჭერისთვის. მსგავსი პროექტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულია, სტუდენტები ისმენენ მათი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიებს, რაც მათთვის მოტივაციაა. ძალიან მიხარია, რომ პროექტის განხორციელება ჩვენი ფაკულტეტიდან დაიწყეს, წარმატებებს ვუსურვებ პროექტს“, – განაცხადა ბორის გითოლენდიამ.

 


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

Placeholder
სიახლეები

იტალიური ენის უფასო კურსები სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

მემორანდუმი

სტუ-სა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის...

Placeholder
სიახლეები

პროფესიული კურსები სტუდენტებისთვის

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის  სასწავლო კურსებს იწყებს. 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ასოციაცია გრენა პირველკურსელებს  ორ...

sashemodgomo gare mobiloba 2026-2027 gtu
სიახლეები

სტუ-ში 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo მობილობით გადმოსვლის მსურველმა...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტობას ულოცავს და მათ შემეცნებითა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?