ვიზიტით მყოფმა უცხოელმა კურსდამთავრებულებმა ალუმნი საზოგადოებაში გაერთიანებისა და ალმა-მატერის განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს

სიახლეები

„დღეს, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 90-იანი წლების სიძნელეებმა ვერ შეარყია უნივერსიტეტის აკადემიური ფუნდამენტი. პირიქით, მან კიდევ უფრო მეტად გაამყარა ჩვენი პროფესიული საქმიანობა და საერთაშორისო ავტორიტეტი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ვაგრძელებთ უნივერსიტეტის განვითარებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩები მთელ მსოფლიოში,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ უცხოელ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.  

გასული საუკუნის 90-იანი წლების უცხოელ კურსდამთავრებულთა ათკაციანმა ჯგუფმა თავისი ალმა-მატერი მოინახულა, მის სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს გაეცნო და ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შეხვდნენ.  

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება იმ თაობას, რომელმაც განათლება საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ისტორიულ პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში მიიღო.  

„დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. გასული საუკუნის 90-იანი წლები ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკურმა კრიზისმა არაერთი ურთულესი პრობლემა წარმოშვა განათლების სისტემაში – ქართველ მეცნიერებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ხშირ შემთხვევაში, არ ეძლეოდათ ხელფასი, თუმცა ისინი კვლავ სრული დატვირთვითა და თავდადებით აგრძელებდნენ სასწავლო პროცესს, გადასცემდნენ ცოდნას სტუდენტებს. ეს იყო დრო, როდესაც უნივერსიტეტის სახელი და ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ძლიერი ტრადიციები საშუალებას გვაძლევდა გაგვეგრძელებინა საქმე, რომელიც ყოველთვის აღემატებოდა მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას. ეს იყო პასუხისმგებლობა ქვეყნის, მომავალი თაობისა და მეცნიერების წინაშე. მიუხედავად ყველა სირთულისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმ წლებში მაინც რჩებოდა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სასწავლებლად. 

უცხოელი სტუდენტების დამოკიდებულება განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური გამოცდილების შეფასებისას. მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისისა, ისინი უდიდეს ინტერესს ამჟღავნებდნენ სწავლა სწორედ ამ უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ წარმოადგენდა სივრცეს, სადაც პროფესიონალიზმი, ინტელექტუალური თავისუფლება და სწავლების ხარისხი ნებისმიერ სირთულეს ამარცხებდა. ამგვარი მიდგომები არა მხოლოდ უნარჩუნებდა უნივერსიტეტს საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ ქმნიდა გრძელვადიან საფუძველს მისი კურსდამთავრებულების წარმატებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 90-იანი წლების ურთულესი გამოწვევების პირობებშიც ინარჩუნებდა უნივერსალური ღირებულებების ერთგულებას და სწორედ ამიტომ დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აკადემიურ და სამეცნიერო ცენტრად რეგიონში. და ბოლოს, მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ვალერი ვაჭარაძეს, 90-იან წლებში სტუ-ის უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს პირს ამ მეტად საინტერესო დღის ორგანიზებისთვის,” – განაცხადა თამარ ლომინაძემ.  

ვიცე-რექტორთან შეხვედრისას უცხოელმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტობის წლები გაიხსენეს, ისაუბრეს უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რამაც მათ კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უცხოელმა კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაგრძელების მნიშვნელობაზე და სურვილი გამოთქვეს, გაერთიანდნენ სტუ-ის ალუმნი საზოგადოებაში, აქტიურად ჩაერთონ ალუმნი ინიციატივებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ უნივერსიტეტის განვითარების პროცესში. კურსდამთავრებულთა განცხადებით, მათთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა მონაწილეობა იმ საქმიანობაში, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მომავალი თაობის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?