ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები საქკაბელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს, დავით კაპანაძეს, ასევე, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნუცა სამხარაძეს და მარკეტინგის მენეჯერს, ბარბარე ჯანანაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ გახსნა.

როგორც დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო სექტორთან დაახლოების პროცესში. მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში დასაქმების პერსპექტივებისა და რეალური სამუშაო გარემოს უკეთ გასაცნობად უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ენერგეტიკის სფერო მუდმივად ვითარდება და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლიერებს უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის კავშირს და სტუდენტებს აძლევს რეალურ წარმოდგენას მათი მომავალი პროფესიის შესახებ“.

   – პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კომპანია „საქკაბელის“ საქმიანობის, ენერგეტიკული ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

„ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ სწავლის პერიოდში მაქსიმალურად ახლოს იყვნენ რეალურ სამუშაო გარემოსთან. ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა სტუდენტებს ეხმარება უკეთ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი კარიერული განვითარების გზები“.

– ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების კარიერული ორიენტაციის მხარდაჭერასა და მათი პროფესიული უნარების განვითარებას.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?