სტუ-ის გალერეა „უნივერსმა“ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელთა გამოფენას უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ – გაიხსნა.
ექსპოზიციამ, რომელსაც საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა, 80 სტუდენტის სივრცული ნამუშევრები გააერთიანა. გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები კი შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
როგორც გამოფენის გახსნაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ყოველწლიური სტუდენტური გამოფენა მომავალ არქიტექტორებს, მათ პედაგოგებსა და სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
დეკანის თქმით, სივრცული კომპოზიცია მოცულობის, ფორმებისა და სივრცეების განლაგების გააზრებაა, რაც არქიტექტურის არსს წარმოადგენს. მისი თქმით, ნებისმიერი სტრუქტურა – იქნება ეს საცხოვრებელი სახლი თუ ურთულესი ურბანული ან ლადშაფტური ობიექტი – სივრცული კომპოზიციის პროდუქტია.
„პირველკურსელთა გამოფენა ნათლად გვიჩვენებს ახალგაზრდების შემოქმედებით პოტენციალს და მათ სწრაფ პროფესიულ ზრდას. სივრცითი კომპოზიცია არქიტექტურული აზროვნების საფუძველია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები საწყის ეტაპზევე ავლენენ ფორმის, მოცულობისა და სივრცის ჰარმონიულ აღქმას. მსგავსი გამოფენები არა მხოლოდ ახალგაზრდების ნააზრევის გაზიარების შესაძლებლობაა, არამედ აძლიერებს დიალოგს აკადემიურ სივრცესა და პროფესიულ სფეროს შორის, რაც მომავალ არქიტექტორებს უთუოდ დაეხმარება ურბანული გამოწვევების დაძლევაში“.
– პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი
ღონისძიების ორგანიზებისა და ხელშესახები შემოქმედებითი შედეგების მიღწევისთვის პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებს და ღონისძიების ორგანიზატორებს – არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში ახალგაზრდების პედაგოგებს – პროფესორ ვანდა მუჯირს, ასოცირებულ პროფესორ მანანა ხვედელიანს, ლია ჩიგოგიძესა და მელანო კოვზირიძეს.
სტუდენტური გამოფენის მონაწილე ახალგაზრდებს სიგელები გადასცეს ასოცირებულმა პროფესორებმა – დეკანის მოადგილე თამარ ჭანტურიამ და მანანა თავხელიძემ.
გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 5 მაისს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
მსგავსი
სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო...
სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...
სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს - „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...

