სტუ-ის რექტორი – „არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი, არ უნდა დავივიწყოთ დაღუპულები და ვეტერანები, არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი“

სიახლეები

„თავსმოხვეულმა კონფლიქტმა და აფხაზეთის ომმა ქვეყანას უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა – უდიდესი მსხვერპლი, დანგრეული ოჯახები, დაკარგული კერები, ასიათასობით დევნილი, დაობლებული ბავშვები და ღრმა ტრავმები, რომლებიც თაობებს გადაეცემა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 300 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო. ამ ციფრების მიღმა თითოეული ადამიანის პირადი ტრაგედია დგას. ამიტომ, 33 წლის შემდეგაც, ჩვენს უახლოეს წარსულში განვითარებული მოვლენები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ სტატისტიკის ჭრილში. მაშინდელი ომი დღესაც დედის შეუშრობელი ცრემლი, შვილის მონატრება, მამის არდაბრუნება, დაცარიელებული კარ-მიდამო, დაკარგული ბავშვობა და წართმეული მომავალია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა პატივგების ღონისძიებაზე განაცხადა.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.

როგორც სტუ-ის რექტორმა განაცხადა, 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, 27 სექტემბერს შეიარაღებულ კონფლიქტს მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი იძულებით გადაადგილება მოჰყვა. ჟიული შარტავა, რომელიც იმ პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, სოხუმის დაცემისას დაიღუპა. მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

“1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავამ და მისმა თანამებრძოლებმა სოხუმის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ისინი ბოლომდე დარჩნენ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა წინაშეც უდიდესი პასუხისმგებლობა იტვირთეს. იმ დღეს ჟიული შარტავა თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს. განსაკუთრებული მოკრძალებითა და პატივისცემით გვსურს გავიხსენოთ ყველა ის გმირი, რომლის სახელიც ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია: გენო ადამია, მამია ალასანია, რაულ ეშბა, ალექსანდრე ბერულავა, მამა ანდრია (ყურაშვილი), იური (გიორგი) ანუა და თითოეული ადამიანი, ვინც აფხაზეთის მიწაზე საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა სამშობლო და ღირსება.

ბაბუშერას ტრაგედია, გუმისთისა და ტამიშის ბრძოლები, კამანის სისხლიანი დღეები და სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ის ფურცლებია, რომელთა დავიწყების უფლებაც არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ ომი არ არის მხოლოდ რუკაზე გავლებული ფრონტის ხაზი – ომი ადამიანთა შეწირული სიცოცხლე და გადარჩენილთა დასახიჩრებული ფსიქიკაა. ომი ანგრევს ყველაფერს: ეკონომიკას, განათლებას, კულტურას, ოჯახებს, მომავალს. არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი. არ უნდა დავივიწყოთ იქ დაღუპულები და ვეტერანები. არ უნდა დავივიწყოთ დევნილი ოჯახების ტკივილი.

თუმცა, ამავე დროს, ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ თაობებს ომის ნაცვლად ერთიანობისკენ, შრომისა და მშვიდობიანი განვითარებისკენ, განათლებისა და მეცნიერებისკენ ორიენტირებული ქვეყანა დავუტოვოთ.

ნათელი და მარადიული ხსოვნა აფხაზეთში დაღუპულ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს გმირებს! ღმერთმა მშვიდობა, ერთიანობა და კეთილდღეობა მისცეს საქართველოს და ჩვენს ხალხს!“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერია “სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში 2026-2027 შემოდგომის სემესტრამდე, უმაღლესი განათლების  სამივე აკდემიური საფეხურის სტუდენტებსთვის დაფინანსების მიზნით განცხადებას ავრცელებს. განცხადების...

სიახლეები

სტუ-ის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების...

სიახლეები

აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში

„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის,...

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?