სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

სატოში მიჰარას ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებას და ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას უკავშირდება.

სტუ-ის რექტორის თქმით, უმაღლეს საინჟინრო სკოლასთან სატოში მიჰარას ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მხოლოდ კვლევით პროექტებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, მიმდინარე  წლის ივნისში იაპონელმა მეცნიერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საჯარო ლექცია –  „KEK-ისა და J-PARC-ის მიმოხილვა: ნაწილაკების ფიზიკის ახალი ჰორიზონტები და ამაჩქარებლების განვითარება იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) – გამართა.

„სატოში მიჰარასთან შეხვედრას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის არა მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებული მეცნიერი, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების, ინჟინრებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობა KEK-ისა და J-PARC-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მათ შორის COMET ექსპერიმენტში. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართველი მეცნიერები ჩაერთონ როგორც თანამედროვე ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებში და იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან ერთად.

ჩვენი მიზანია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო პროექტებით არ შემოიფარგლოს. მნიშვნელოვანია ახალი ერთობლივი კვლევების განხორციელება, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.

პროფესორ სატოში მიჰარას გამოცდილება და მისი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სამეცნიერო საზოგადოებას შორის“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (KEK) შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება J-PARC-ში განხორციელებული COMET-ის ექსპერიმენტია.

აღნიშნულ საერთაშორისო კვლევით პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ინჟინრები და ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობენ. თანამშრომლობის ფარგლებში სტუ-ის მკვლევრები ჩართულნი არიან თანამედროვე დეტექტორული სისტემების შექმნასა და განვითარებაში, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებაში.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

საერთაშორისო ვიზიტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ICSCCW-2026 სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებსა და მკვლევრებს და...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გაართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?