„მოტივაციის განვითარება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად“ – ტრენინგი სტუ-ში

სიახლეები

24 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში, ახალგზარდა პედაგოგებისთვის ტრენინგი სახელწოდებით „მოტივაციის განვითარება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად“ ჩატარდა.

შეხვედრა ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის PROMENT ფარგლებში გაიმართა.

ტრენინგს, რომლის მიზანი იყო შიშთან მუშაობის ფსიქოლოგიური მექანიზმების გაცნობა და მისი განვითარების რესურსად გააზრება, ტრენერი, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს პროფესიული მოტივაციისა და თვითგანვითარებისთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტები შესთავაზა.


მსგავსი

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

საერთაშორისო ვიზიტები

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?