საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, სენაკში „მე ვხედავ მზეს“ წარადგინა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სპექტაკლი გამართა.

„მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, წარსდგა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჭანტურია, დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი – ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ოთხი პიესა გადის. სპექტაკლმა „მე ვხედავ მზეს“, რომელშიც, საქართველოს ტექქნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით ჩაიარა და მას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

„სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ეს არის ჩვენი დასის კიდევ ერთი წარმატება. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა მსახიობებმა შეასრულეს, სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. სენაკმა, უკვე მერამდენედ, დიდი სიყვარულითა და ოვაციით მიგვიღო. ეს ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს გულთბილი მიღებისთვის. უღრმესი მადლობა მაყურებელს, რომელთა მხრიდან გამოხატული სიყვარულის სითბო დიდხანს ემახსოვრება ჩვენი დასის მოყვარულ მსახიობებს“, – აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“2022 წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.

 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?