PTB-ის პროექტის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება სტუ-ში


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე, პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა – PTB-ის მიერ გამოცემული წიგნის – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ პრეზენტაციას, ასევე, 4-9 მაისს გერმანიაში გამართულ სასწავლო ვიზიტის – „თანამშრომლობა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის – გზა ინოვაციისკენ“ გამოცდილების პრეზენტაციას, რომელიც PTB-ის მიერ იყო ორგანიზებული, გარდა ამისა, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის თერმული წინაღობის ლაბორატორიის განახლებული სისტემისა და აღჭურვილობის წარდგენას.

ღონისძიებაში, რომელიც გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების სპეციალისტები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: დოქტორი კლემენს სანეტრა – PTB-ის ექსპერტი და წიგნის ავტორი; ლორა დონათი – PTB-ის პროექტის კოორდინატორი; კეია ჩოუდჰური – PTB-ის კონსულტანტი; დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი – წიგნის ქართული გამოცემის ტექნიკური რედაქტორი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ტურში კი მონაწილეობდნენ: ნინო ბახტაძე, მარი თებიძე – სამშენებლო ფაკულტეტი, თემურ მიქიაშვილი – ენერგეტიკის ფაკულტეტი; ნათელა ძებისაშვილი – აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან სწორედ უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ აკადემიურ სივრცეს, სადაც მიმდინარეობს ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების მიმართულებით ცოდნის გავრცელება, კვლევების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, წიგნი – „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა – ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს.

„ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეცნიერების, განათლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას, ცოდნის ტრანსფერსა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას. ღონისძიების მნიშვნელობა მრავალმხრივია.

იგი ხელს უწყობს: ხარისხის ინფრასტრუქტურის საკითხების პოპულარიზაციას; უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას; სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ განვითარებას; თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების წარმოჩენას; სამშენებლო მასალების სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. წიგნი კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო მასალას ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის უკეთ გააზრებისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის”.

                     – პროფესორი  თამარ ლომინაძე

ღონისძიება განხორციელდა PTB-ის პროექტის – „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“, ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.


მსგავსი

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაცია Erasmus+ პროექტ LISS24-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València - UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის ვიცე-რექტორმა შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (BSUN – 2026) საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობის მეცნიერული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები უპრეცედენტო სიმაღლეებს აღწევს, თუმცა მშვიდობისა და თანაცხოვრების საკითხები კვლავ უდიდეს გამოწვევებად...

საერთაშორისო ვიზიტები

Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის -  Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა ...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან

„საქართველოს ტექნიკურ და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო...

საერთაშორისო ვიზიტები

ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი სტუ-ში

„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების...

საერთაშორისო ვიზიტები

გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?