საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა.
პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფაკულტეტის დღის დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის ფაკულტეტების, აკადემიური-სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების მიმართ იჩენს.
„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაარსებიდან რვა წელს ითვლის, თუმცა, რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მივაღწიეთ იმას, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ფაკულტეტის ცნობადობა ყოველწლიურად მზარდია. ფაკულტეტზე ეფექტიანი კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს. საამაყოა, რომ პირველად საგანმანათლებლო სივრცეში, ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს. ჩვენ ფაკულტეტის დღეს განსხვავებულ ფორმატში აღვნიშნავთ. საზეიმო ღონისძიებამდე ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ვესტუმრეთ მოხუცებულთა სახლს – „იმედი“. რექტორის მხარდაჭერით ხანდაზმულებს გადავეცით პროდუქტები, ტკბილეული, პირველადი მოხმარების ნივთები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო რექტორს, ამ ქველმოქმედების ინიციატორს, გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი გაბისონიამ.
ფაკულტეტის დღე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მიულოცა.
„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო. სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები ის დარგებია, რომელზედაც სახელმწიფოს აღმშენებლობა დგას. ჩემთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის, სასიხარულოა, რომ ფაკულტეტმა, რომელიც რვა წლის წინ ჩამოყალიბდა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე, სამეცნიერო მიმართულებით. დღეს იურისტებსა და დიპლომატებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების როლი შეუფასებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თქვენ, სტუდენტებმა, მიიღოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება, რასაც სამშობლოს საკეთილდღეოდ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სამართლიანობის დადგენისთვის გამოიყენებთ. სწორედ ამ დიდი მისიის შესასრულებლად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვითარდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების, ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი – პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. ყველა ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი, მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად სტუდენტების ჩართულობით, წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და პროექტებს. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო,“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში:
პროფესორ გურამ ნაჭყებიას ჯილდო გადაეცათ: ღვაწლმოსილ მეცნიერებს — ასოცირებულ პროფესორ ლალი ჯანუყაშვილს; ასოცირებულ პროფესორ ირმა მერებაშვილს; ახალგაზრდა მეცნიერებს — ასოცირებულ პროფესორ კობა ჩიხლაძეს; ასისტენტ მათე ჭანტურიას.
ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო გადაეცათ: ღვაწლმოსილ მეცნიერებს — პროფესორ მალხაზ ბაძაღუას; პროფესორ ავთანდილ კიკნაძეს; პროფესორ ზურაბ კვეტენაძეს; პროფესორ ემილია ალავერდოვას. ახალგაზრდა მეცნიერებს — ასოცირებულ პროფესორ თამარ კუპრეიშვილს; ასისტენტ-პროფესორ მაია მანჩხაშვილს.
ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა ახალი სახელმძღვანელო — „ენერგეტიკის სამართალი“, რომელიც გამოიცა ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო/ტექნოლოგიური სამართლის“ ფარგლებში და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა მირანდა გურგენიძემ — „სამსახურებრივი გამოგონების სამართლებრივი ასპექტები საპატენტო სამართალში“.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...
შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...
ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...