საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, ასევე, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლაშქრობა ჩაატარეს.
საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ და ტანას ხეობაში გასვლით ლაშქრობა-სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის, კერძოდ: იტალიის, კანადის, გერმანიის, ჩეხეთის, თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას დაცულ ტერიტორიაზე წარმატებული და მრავლისმომცველი ეკოლაშქრობა ჩაატარეს.
„საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ტანას ხეობაში მიზანმიმართულად გავაგრძელეთ. ტანას ხეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.
ხეობას ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება და გამორჩეულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით. ამდენად, როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის აქ გამართული სამეცნიერო-კვლევითი სექცია ორმაგ დატვირთვას ატარებს.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის დამსახურებაა საერთაშორისო კონფერენციის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარება. მხარდაჭერისთვის მადლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კურორტების განვითარების სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციას (GTA), სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „ტექინფორმს“, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო-საქართველოს ოფისს (JICA), გრასრუტ ინსტიტუტს (The GRASSROOTS INSTITUTE, კანადა), მილანის უნივერსიტეტს (იტალია), სასტუმროს Pullman Tbilisi Axis Towers, ტურისტული კომპანიას Magic Roads Georgia, გარემოს დაცვის ეკოცენტრს (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია), კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციას, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონულ ცენტრს.
მადლობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორს ბექა ჯაყელს, კონფერენციაში ჩართულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას, რომლებმაც საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარეს კონფერენციის 3 დღე“, – აღნიშნავს რუსუდან ქუთათელაძე.
ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია — „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ — სამი დღის განმავლობაში, 3 სექციად, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტების გარდა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი და უცხოელი მკვლევრები, რომლებიც აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ.
მეცნიერებმა, ახალგაზრდებთან ერთად, იმსჯელეს მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებსა და საკითხებზე.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, დავით გურგენიძემ და მაია ომიაძემ მოაწერეს ხელი.
მსგავსი
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...
პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...