სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტუ-ის რექტორს იუბილეს ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს.
„ ბატონო დავით,
გულითადად გილოცავთ დაბადების 60 წლისთავს. თქვენ ბრძანდებით საქართველოს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, რაც დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ჩვენი მომავალი თაობის სერიოზული ნაწილის ხვალინდელი დღე თქვენს სივრცეში ყალიბდება. ეს მეტად რთული და საინტერესო პროცესი კი, უდიდეს ძალისხმევას ითხოვს, მითუმეტეს ჩვენს რთულსა და სწრაფად ცვალებად დროში.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ უნარი ამ ჯვრის ღირსეულად მტვირთველობისათვის, რაც, განათლებასთან ერთად, ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას გულისხმობს.
პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე “
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...