სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით საბაკალავრო საფეხურის სამ სტუდენტს სამი სახელობითი – დავით სარაჯიშვილის, ნიკო ნიკოლაძის და აკაკი ხოშტარიას საფაკულტეტო სტიპენდიები დაენიშნათ.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვითმმართველობის ღონისძიებებში.
„ვულოცავ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს, თამარ ოთინაშვილს — დავით სარაჯიშვილის სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდიის, ლუკა ხაჩიძეს — ნიკო ნიკოლაძის, ხოლო გიორგი დაგარგულიას — აკაკი ხოშტარიას სახელობითი საფაკულტეტო სტიპენდიის მოპოვებას. საფაკულტეტო სტიპენდია განისაზღვრება ყოველთვიურად – 200 ლარის ოდენობით და გაიცემა 5 თვის განმავლობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მთავარი მიზანი სტუდენტისთვის მაღალი სტანდარტის სწავლა-სწავლების პროცესის შეთავაზება და კარიერული წინსვლის მიმართულებით ხელშეწყობაა. შესაბამისად, საფაკულტეტო სტიპენდიის პროგრამის, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება. მადლობას ვუხდით, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...