სტუ-ის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა. საუნივერსიტეტო ცენტრს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინვენტარი, შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ბიზნესმენმა, სტუ-ის კურსდამთავრებულმა ზვიად მუკბანიანმა უსახსოვრა.

ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, ბიზნესმენი ზვიად მუკბანიანი, სტუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ასევე, ბიზნესმენს ძვირადღირებული საჩუქრისთვის.

„მადლობა მინდა მოვახსენო ლიეტუვას, ბატონ ელჩს და ასევე, ბიზნესმენ ზვიად მუკბანიანს, ჩვენი სტუდენტებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, რომლის დასტურია ჩვენს უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის არსებობა. საუნივერსიტეტო ცენტრში არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და ჩენი მეგობარი ქვეყნის ისტორია. სტუდენტები  განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. სტუდენტებისთვის მოქმედებს მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვის ახალგაზრდობის, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე არაერთი წელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვას უნივერსიტეტებთან. მინდა წარმატებები ვუსურვო ცენტრს და სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული კულტურული და საგანმანათებლო თანამშრომლობისათვის. როგორც ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას, კულტურას, ეზიარონ მეცნიერებას. მისმა აღმატებულება ელჩმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ ზვიად მუკბანიანს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრისთვის გადაცემული საჩუქრისთვის და წარმატებები უსურვა სტუდენტებს.

შეხვედრის დასასრულს, რექტორმა, ელჩმა და სხვა სტუმრებმა „ჭკვიან დაფაზე“ ავტოგრაფები დატოვეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი 10 წლის წინ, 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ლიეტუვის განათლების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა ლიეტუვაში განაგრძონ. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. გარდა ამისა, ცენტრი სტუ-ის სტუდენტებს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებსაც სთავაზობს ლიეტუვაში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.

 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?