სტუ-ის რექტორმა მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს როინ მეტრეველს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით, აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები და ასევე, საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ.

აკადემიურმა საბჭომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს მხარდაჭერის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიესალმება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ისეთ დიდ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, როგორიცაა როინ მეტრეველი, მიენიჭოს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება.

„მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიურ საბჭოს ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისა და აკადემიკოს როინ მეტრეველისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის. როინ მეტრეველი არის მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მემატიანე, ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია აღვასრულო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და მივანიჭო მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. წარმატება და ხანგრძლივი მოღვაწეობა მინდა ვუსურვო ბატონ როინს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ საბჭოს. როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო უმაღლესი სკოლის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება.

„მე მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ვარ, მაგრამ, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება  გამორჩეულია და ჩემთვის მეტად სასიხარულო. ჩვენს ქვეყანაში, ამიერკავკასიაში და მსოფლიოს მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამორჩეული უნივერსიტეტები იყო, რაც დღემდე ასეა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტის რექტორს, კოლეგებს და სტუდენტებს. კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?