სტუ-ის სტუდენტებმა გომბორის სასწავლო ცენტრში სამხედრო ტრენინგები გაიარეს

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა, 16-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მიერ ორგანიზებულ, სამხედრო-სასწავლო ღონისძიების გომბორის სასწავლო ცენტრში, ტრენინგები გაიარეს. 

გომბორის სასწავლო ცენტრში მოხალისეები გადიან სპეციალურ მომზადებას უნიკალურ და მოთხოვნად სპეციალობებში; ასევე ესწრებიან ლექციებს შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის, გეოპოლიტიკის, სამხედრო ისტორიის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ.

გადიან სწავლებას საცეცხლე ოპერაციებსა და სროლაში, სახმელეთო ნავიგაციასა და საინჟინრო მომზადებაში; აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ სპეციალურ კურსს პირველად სამედიცინო დახმარებაზე, საგანგებო სიტუაციებში რეაგირებასა და კავშირგაბმულობაზე. სწავლობენ საველე მომზადებას, ექსტრემალურ ვითარებაში თვითგადარჩენის ხერხებსა და მეთოდებზე. 

მოხალისე სტუდენტებისთვის ცენტრში უზრუნველყოფილია კომფორტული და კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, ამიტომ თავისუფალ დროს ტერიტორიაზევე აქვთ დასვენების, სპორტული აქტივობისა და გართობის შესაძლებლობა. 

გომბორის სასწავლო ცენტრის შემდგომ ნაკადში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, ისე ფაკულტეტების სტუდენტურ თვითმმართველობებს. ასევე შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

ცნობისათვის, გომბორის სასწავლო ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციაა, რომელიც 2023 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და გენერალთა კლუბმა ერთობლივად დააფუძნა. 

სასწავლო ცენტრი ემყარება თავდაცვის კოდექსის XVII თავს – „თავდაცვის სფეროში მოხალისეობა“ (საქართველოს კანონი).

სასწავლო ცენტრის მიზანია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

სიახლეები

პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?