სტუ კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში წელსაც ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საჯარო ლექცია “კიბერჰიგიენა”, გაიმართა.
კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, საჯარო ლექციაზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს ინფორმაცია გააცნეს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის პრაქტიკის, ჩვევებისა და ზომების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყენება ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ კომპიუტერული სისტემების, მოწყობილობების, ქსელებისა და ონლაინ აქტივობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კიბერრისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, თანამედროვე სამყაროში ციფრული ინოვაციების მუდმივად განვითარების პირობებში პირადი თუ საქმიანი ინფორმაციის დაცვის საჭიროება სულ უფრო იზრდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდება, რაც, თავისთავად შეამცირებს რისკებს.
„მსოფლიო მასშტაბით, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის პოპულარიზაციას ეძღვნება. ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, 21- ე საუკუნეში, ყველა სეგმენტში წამყვანი დარგი ინფორმატიკა და მართვის სისტემებია. ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია და საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული, ამდენად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და ბუნებრივია, ეს პროცესი მხოლოდ ოქტომბერთან არ ასოცირდება”, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
საჯარო ლექციის დასასრულს, ციფრული მმართველობის სააგენტომ სტუდენტებისათვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსები მოაწყო.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, სადაც ასევე, ასახულია კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რეკომენდაციები.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...