სტუ-ში კურსდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსი“ თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი მხატვრის 80-ზე მეტი ფერწერული ტილო – პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მშობლიური კუთხის, რაჭის პეიზაჟებს ეთმობა.

პერსონალური გამოფენის გახსნას, რომელიც ხელოვანისთვის რიგით მეშვიდეა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები. ღონისძიების გახსნაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრები, ასევე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. 

როგორც გამოფენის გახსნაზე სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ზურაბ გუდავაძემ მხატვარს უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა. 

„ჩვენთვის, უდავოდ, მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი გამოფენების მოწყობა, მით უმეტეს, როდესაც გამორჩეული ნიჭისა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე მხატვარი ჩვენი კურსდამთავრებულია. ავთანდილ რეხვიაშვილის შემოქმედება მთლიანად გაჟღენთილია ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ძლევამოსილ და სწორუპოვარ წინაპართა სიყვარულითა და პატივისცემით. ნამუშევრებიდან იკვეთება ის დიდი აღტაცება, რასაც შემოქმედი საქართველოს ხუროთმოძღვრების შედევრების, ულამაზესი კუთხეების, განსაკუთრებით კი თავისი შობლიური რაჭის მიმართ განიცდის. თუმცა, მისინამუშევრები კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებენ იმაში, რომ ავთანდილ რეხვიაშვილი მხოლოდ წარსულის სიდიადით არ საზრდოობს და მისთვის უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავალია“, – აღნიშნა გამოფენის გახსნაზე ზურაბ გუდავაძემ.

ავთანდილ რეხვიაშვილის შემოქმედების შესახებ ისაუბრა საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ. მისი თქმით: „ავთანდილ რეხვიაშვილი, ძირითადად, ფერწერის ტექნიკით მუშაობს. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო და ფერწერა მისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა აფხაზეთში გადატანილი ომის შემდეგ. ამ თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება გასაოცრად თვითმყოფადი და ჟანრობრივად ძალიან საინტერესოა. მისი ყოველი ნამუშევარი მაღალმხატვრულ დონეზე და უდიდესი სიყვარულით არის შექმნილი, მათში ჩადებული ძლიერი ემოცია კი დამთვალიერებლისთვისაც გადამდები ხდება. მთელი მისი შემოქმედება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს და რით უნდა სულდგმულობდე“. 

მხატვარმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სახსოვრად თავისი საავტორო ფერწერული ნამუშევარი გადასცა, რომელზეც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობაა გამოსახული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გალერეა „უნივერსში“ 16 თებერვლის ჩათვლით გასტანს. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის. 

 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?