სტუ-ში, ნოდარ ტაბიძის კლუბის ეგიდით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტურმა კლუბმა, პროექტის – „ლექტორის საათი“ – ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, სპიკერის რანგში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლია მეტრეველი მიიწვია.

„ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართული მეოთხე შეხვედრა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას დაეთმო.

პროფესორმა ლია მეტრეველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე მარად თანამედროვე, ბუმბერაზი მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, განიხილა გახმაურებული ლიტერატურული მოვლენები, მათ შორის, აკაკი წერეთლის დაპირისპირება ვაჟა-ფშაველასთან. მისი თქმით, იმდროინდელ  ქართველ მოღვაწეთა შორის ვაჟა-ფშაველას ტალანტით საჯარო აღტაცება არავის გამოუხატავს ისე, როგორც აკაკის და არც ვინმე გამოსულა მსგავსი მწვავე კრიტიკით მის წინააღმდეგ.

ლია მეტრეველმა, ასევე ისაუბრა ვაჟას გარდაცვალებისა და მთაწმინდის პანთეონში მისი გადასვენების შესახებ, ამას გარდა, თანამედროვეობის ჭრილში ვაჟას რამდენიმე გენიალური ნაწარმოები განიხილა.

სტუდენტების აქტიური ჩართულობით, საუბარი წარიმართა პოეტის უნიკალურ მსოფლგაგებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, პიროვნულ თუ სულიერ სრულქმნაზე, რაც ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში ყალიბდებოდა; ბუნების საიდუმლოებათა წვდომის ვაჟასეულ გასაოცარ უნარსა და მის პოეტურ სტილზე, რომელიც მკვეთრად გამორჩეულია მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; იმაზე, თუ როგორ გაარღვია ცივილიზებულ სამყაროსთან განშორებულმა ვაჟა-ფშაველამ ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები და როგორ გაამდიდრა ლექსიკა დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით; როგორ ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების ურთულეს პროცესებს, ეძიებდა როგორც პასუხს ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, ასევე მათგან განკურნების წყაროებს.

ლია მეტრეველმა „ლექტორის საათი“ ვაჟა-ფშაველას ლექსით – „ფშავლის სიყვარული“ – დაასრულა.

ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის წევრებმა, მრავალმხრივ საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის, პროფესორ ლია მეტრეველს მადლობა გადაუხადეს.

„შეხვედრამ სტუდენტებზე დიდი გავლენა იქონია. ქალბატონ ლია მეტრეველს გამორჩეულად საინტერესო გადმოცემის უნარი აქვს და წარუშლელ ემოციას იწვევს მსმენელში. ის ჩემი პედაგოგიც გახლდათ და დღესაც ისევე გულდასმით ვისმენდი მის საუბარს, როგორც სალექციო კურსზე.  თვალყურს ვადევნებდი დარბაზს და ჩვენი სტუდენტების აღტაცებულ სახეებს ვაწყდებოდი. ვიმედოვნებთ, ლია მეტრეველი მომავალშიც გააგრძელებს ნოდარ ტაბიძის კლუბთან თანამშრომლობას“, – აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი არჩილ გურგენიძე.

შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...

სიახლეები

სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...

სიახლეები

სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...

სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...

სიახლეები

სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე...

სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?