სტუ-ში სემინარების ახალი ციკლი იწყება – “ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“
11-22 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით, შიდა საუნივერსიტეტო, online სემინარების ახალი ციკლი (6 სემინარი) ტარდება.
სემინარის – “ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ ხელმძღვანელია საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე.
სემინარები, მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო, ABET აკრედიტაციის კონცეფციის, აკრედიტაციის პროცესის, ABET სტანდარტებისა და მიღების პროცედურების გაცნობას.
სემინარების მიმდინარეობისას განიხილება შემდეგი თემები :
- ABET სტანდარტები და მიღების პროცედურები;
- საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ABET სტანდარტები;
- ABET თვითშეფასები ანგარიში;
- სტუდენტების სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები ABET კრიტერიუმებთან მიმართებაში;
- პროგრამის სწავლის შედეგების რუბრიკებით შეფასების ეფექტურობა;
- დოკუმენტების ორგანიზება ABET აკრედიტაციის შემფასებელთა გუნდისთვის;
- როგორ მოვემზადოთ ABET შეფასებისთვის
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განმარტავს,...
სტუ-ის შემოქმედებით კოლექტივებში ახალი წევრების მიღება იწყება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა, ცეკვა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება „კასტინგში“ იწვევენ. შემოქმედებითი კოლექტივები „კასტინგს“, რომელშიც...
სტუ-ის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის...
საგანმანათლებლო პროექტი „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ განახლდა. პროექტი, რომლის პირველი ეტაპი გასული წლის მეორე სასწავლო...
სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე...
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...