„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც ირლანდიური ლიტერატურის, კულტურისა და ქართულ-ირლანდიური ურთიერთობების პოპულარიზაციას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, სხვადასხვა თაობის, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და სხვადასხვა ნომინაციებში არაერთგზის გამარჯვებული ავტორები: ლია მეტრეველი – „საქწიგნის“ გენერალური დირექტორი; ჯუბა ღებელი – გაზეთ „ლიტერატული საქართველოს“ რედაქტორი; თამარ შაიშმელაშვილი – ლიტერატურული ჟურნალის ,,ანეული“ რედაქტორი; ნინო უძილაური – მშენებელ-ინჟინერი, პედაგოგი; ნინო მოდრეკილაძე – ჟურნალისტი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; ლეილა გაფრინდაშვილი – ექიმი; კახა შალამბერიძე – ინჟინერი; აკაკი გაბრიჭიძე; პატრიცია დელონი – ბიზნესმენი; ნანა კვაშილავა – ფილოლოგი, კონკურს – ფეტივალის – „ქუჯი“ – ერთ-ერთი დამფუძნებელი; მაია კახიძე – ჟურნალისტი, მსახიობი; დიანა შალამბერიძე – ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი; დალი ზალიაშვილი – მეან-გინეკოლოგი, ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის ლაბორანტი; თეა თაბაგარი – ფილოლოგი; ნანა შალამბერიძე – გერმანისტი, „ქართულ-ირლანდიური ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი. ასევე, ავტორები – თამარ შენგელია და თამარ გლურჯიძე.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტუის დეკანის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის და ასევე, უილიამ ბათლერ იეიტსის შემოქმედების მნიშვნელობაზე, მათი ნაწარმოებების გავლენასა და „ბლუმსდეის“ ტრადიციის საერთაშორისო მნიშვნელობაზე. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური მოხსენებები, ლიტერატურული წაკითხვები და დისკუსიები, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ და ირლანდიურ კულტურებს შორის არსებულ კავშირებს, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, რაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად კულტურული, ჰუმანიტარული და საერთაშორისო ცნობიერების გაღრმავებასაც მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართულ-ირლანდიური ცენტრის მიერ ორგანიზებული „ბლუმსდეი 2026“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ჯეიმს ჯოისის შემოქმედება მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხოლო ბლუმსდეი დღეს უკვე საერთაშორისო კულტურულ მოვლენად არის ქცეული. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური განათლების პარალელურად ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდას, ფართო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და გლობალურ გარემოში წარმატებით ინტეგრაციას. მადლობას ვუხდი სტუმრებს, განსაკუთრებით კი, ქართულ-ირლანდიურ ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ინიციატივები მომავალშიც შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში საერთაშორისო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას“.

 – პროფესორი თალიკო ჟვანია

ქართულ-ირლანდიური ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, „ბლუმსდეის“ აღნიშვნა ხელს უწყობს სტუდენტების კულტურული ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობასა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და განსაკუთრებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან თანამშრომლობა შემთხვევითი არ არის. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები, ინოვაციები და ჰუმანიტარული განათლება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენი მიზანია, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, პროფესიული კომპეტენციების პარალელურად, გაეცნონ ევროპულ კულტურას, ლიტერატურასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სადაც სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ინჟინერს, პროგრამისტს თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, უნდა ჰქონდეს ფართო კულტურული ხედვა და საერთაშორისო გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.

„ბლუმსდეი“ მხოლოდ ლიტერატურული ღონისძიება არ არის, ეს არის შესაძლებლობა  ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ ირლანდიის კულტურა, განათლების სისტემა და ის გამოცდილება, რომელმაც ეს ქვეყანა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად აქცია. მსგავსი ინიციატივები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-ირლანდიურ საგანმანათლებლო და კულტურულ თანამშრომლობას“.

– ქართულ-ირლანდიური ცენტრის ხელმძღვანელი ნანა შალამბერიძე


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით,...

სტუდენტური აქტივობები

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“,...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს

„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?