სტუ-ის სტუდენტები სწავლას წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტში გააგრძელებენ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, MULgrants პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში, Montanuniversität Leoben-ში გააგრძელებენ სწავლას.

ფაკულტეტის ბაკალავრი მათე ბერიძე, მაგისტრანტები – გიორგი საბიაშვილი და დავით მეკოკიშვილი და დოტორანტი იოვანე ლომსაძე სამთო, ნავთობისა და გაზის ინჟინერიის, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით ვროპის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ უნივერსიტეტში ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, Montanuniversität Leoben-ში სწავლის გაგრძელებით სტუდენტები ჩაერთვებიან საერთაშორისო მოწინავე კვლევებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიძლიერონ პროფესიული კომპეტენციები გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მიმართულებით.

როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში სამთო-სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე Montanuniversität Leoben-ის კურსდამთავრებულია.

„დიდმა გრიგოლ წულუკიძემ 1913 წელს სწორედ ეს ცნობილი ავსტრიული უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდგომაც დააფუძნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის – დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – სამთო-ქიმიური ფაკულტეტი და მისი პირველი დეკანი გახდა. სწორედ გრიგოლ წულუკიძის საქმიანობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ სამთო განათლებასა და სამეცნიერო კვლევას. ეს ისტორიული სიმბოლიზმი უდიდესი მოტივატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.

დღეს ჩვენი სტუდენტებისთვის Montanuniversität Leoben-ში სწავლა არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი მობილობაა, არამედ ისტორიული და პროფესიული პასუხისმგებლობაც: ამით ჩვენი ახალგაზრდები აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელსაც ას წელზე მეტი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ამასთან ერთად, საერთაშორისო კვლევებში ჩართულობა, ახალი ტექნოლოგიებისა და კვლევითი მეთოდების ათვისება მათ საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და სამომავლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული სამთო-გეოლოგიის დარგისა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში“, – ამბობს ნოე ხოზრევანიძე.

ფაკულტეტის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ხეცურიანის თქმით, დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავითარებს გრიგოლ წულუკიძისა და მის თანამოაზრეთა სამეცნიერო-აკადემიურ მემკვიდრეობას და ამ მიზნით აძლიერებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პარტნიორობას. როგორც გიორგი ხეცურიანი განმარტავს, აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი MULgrants პროგრამის ფარგლებში სტუ-ის სტუდენტების აკადემიური და კვლევითი მობილობაა, რომელიც ასევე ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ინდუსტრიების, მათ შორის კომპანია RMG-ის მხრიდან.

„ასეთი მიდგომები ქმნის მყარ საფუძველს ინსტიტუციური წინსვლისთვის და უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში. სასიხარულოა, რომ მსგავს კოლაბორაციებს მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედი ინდუსტრიები, რომლებიც მჭიდროდ პარტნიორობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან – მათ შორისაა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია RMG-ი. კომპანია დაინტერესებულია უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობით და ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მოზიდვით, რაც კიდევ უფრო ამყარებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და პრაქტიკულ წარმოებას შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის 4 სტუდენტი, რომლებიც სასწავლო და კვლევით პროცესს ავსტრიულ უნივერსიტეტში გაივლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოში ჩამოიტანენ, რასაც მოახმარენ დარგში არსებული გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის სამთო-სამრეწველო და სამეცნიერო განვითარებას“, – აღნიშნავს გიორგი ხეცურიანი.


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ Comedy Fest 2026-ის ახალ მიმართულებაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ Comedy Fest 2026-ში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. საუნივერსიტეტო თეატრი ფესტივალის პროგრამაში ახალი, სპეციალური მიმართულებით...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით სტუდენტები პარაკლისს დაესწრნენ

ასი ათასი თბილისელი მოწამის ხსენების დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი კახაბერ ძაგანია და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ

„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ ახალგაზრდა მოცურავეებმა თბილისის შემოდგომის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

7-8 ნოემბერს, გლდანის საცურაო აუზზე, თბილისის შემოდგომის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2014-2015 და 2016-2017 წლებში დაბადებული გოგოები და...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი – „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო

„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?