სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუ-ში მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ
მობილობით გადმოსვლის მსურველი პირი, რომელიც სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე, გაივლის რეგისტრაციას (2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად.
2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტთა საბუთები მიიღება: 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. მისამართზე: კოსტავას 77, ადმინისტრციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი-334.
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
3. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი; დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 10 თებერვალს, 11:00 საათზე (მისამართი: თბილისი; კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა).
- დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”; ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 12 თებერვალს, 11:00 საათზე ( მისამართი: თბილისი; კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ს VIII კორპუსი; მე-2 სართული; ოთახი 4).
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით. (იხ. დანართი)
ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2026 წლის 19 თებერვლისა.
მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს, წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.
ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2026 წლის 1 მარტისა.
სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.
მსგავსი
სტუ-ის რექტორმა განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა....
სტუ-ის რექტორი პროფესორ შენგელი ფიცხელაურს, იუბილესა და ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მინიჭებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების...
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლ პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამათავრებული პირი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 2026-2027 სასწავლო...
სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო...
ღვაწლმოსილი მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მათემატიკოსისა და პედაგოგის, სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის...
აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქირურგ-ონკოლოგისა და მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ქირურგ-ონკოლოგისა...