სტუ-ის რექტორი – თანმიმდევრული პოლიტიკა უზრუნველყოფს ენის ფუნქციურ გაფართოებას განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სივრცეებში

სიახლეები

„უკვე 48 წელია, რაც 14 აპრილი – დედაენის დღე –  ქართული ენისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. 1978 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული უწყვეტობისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომლის დაცვა, შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენგანის  ვალდებულებაა. ქართული ენა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომლის სიცოცხლისუნარიანობა და პროგრესი  განსაზღვრავს მის შესაძლებლობას მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნოს ღირსეული ადგილი საერთაშორისო სივრცეში”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.

1978 წლის 14 აპრილს, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიუძღვით.

რექტორის თქმით, სწორედ უნივერსიტეტებია ის სივრცე, სადაც ენა ინახება და ვითარდება, მდიდრდება და ახალ რეალობას ერგება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი წვლილი შეაქვს ქართული ენის ციფრული კვდომის საფრთეებისგან დაცვის მიმართულებით.

„ჩვენი უნივერსიტეტის წვლილი მრავალმხრივია და ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტექნიკური და საინჟინრო ტერმინოლოგიის განვითარება, ქართულენოვანი სასწავლო და სამეცნიერო მასალების შექმნა, სახელმძღვანელოების თარგმნა და ადაპტაცია, ასევე ახალი თაობის მეცნიერების წახალისება, რომ ქართულ ენაზე აწარმოონ კვლევა და ინოვაციური საქმიანობა.

ამ მიმართულებით უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი და აკადემიური გამოცემების სისტემა წლების განმავლობაში ქმნის ქართულენოვან სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებსა და სასწავლო მასალებს, რაც ხელს უწყობს საინჟინრო-ტექნოლოგიური ლიტერატურის ქართულ ენაზე განვითარებას.  ენის სიძლიერე პირდაპირ აისახება იმ სფეროთა მასშტაბსა და ხარისხზე, სადაც იგი რეალურად ფუნქციონირებს. ქართული ენის განმტკიცება მეცნიერებაში ბუნებრივად განაპირობებს მის გაძლიერებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფო ინსტიტუციებში  და მომავალ თაობებში მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი სამეცნიერო წრეები ღრმად აცნობიერებენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან სახელმწიფო ენების დაცვა-შენარჩუნების პროცესში, რათა აკადემიური ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გზით უზრუნველყონ ბუნებრივი ენების ადგილი ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, იმ მიზნით, რომ ქართული და აფხაზური ენები არ დარჩეს მხოლოდ წარსულ მემკვიდრეობად, არამედ გახდეს მომავლის ციფრული კულტურის ნაწილი.

ქართული ენის განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს, კერძოდ მთავრობის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის სისტემური მხარდაჭერის გარეშე, რადგან სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკა უზრუნველყოფს ენის ფუნქციურ გაფართოებას განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სივრცეებში”,

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე

ინფორმაციისთვის, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...

სიახლეები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის

2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...

gtu
სიახლეები

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?